კომპანია Moet Hennessy-მ, რომელიც ისეთი სახელგანთქმული ბრენდების მფლობელია, როგორებიცაა: Dom Pérignon, Veuve Cliquot, Krug გადაწყვიტა, ცქრიალა ღვინო სპეციალურად ჩინეთის ბაზრისთვის აწარმოოს. ამისთვის კომპანიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აგროჯგუფთან ხელშეკრულება გააფორმა, რაც ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე 163 აკრი მიწის დამუშავებას ითვალისწინებს. მიწის სამუშაოებს და მთლიანად წარმოების პროცესს, როგორც ცნობილია, კომპანია Moet Hennessyგააკონტროლებს, წარმოებული პროდუქცია კი Chandon-ის მარკით გაიყიდება.
ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთის ბაზარი ძალზე გააქტიურდა ბორდოს მოხმარების მხრივ და ამ კუთხით დიდი ბრიტანეთის ბაზრის მონაცემებიც კი დაჩრდილა. 2005-დან 2009 წლის ჩათვლით ჩინეთში ღვინის მოხმარება ორჯერ გაიზარდა და 867 მილიონი ლიტრი შეადგინა.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი