“ბოსტოღანაში” ღვინო პირველად 2021 წელს დაამზადეს. ვენახები ტიბაანის მიკროზონაში აქვთ გაშენებული და მას შემდეგ ყოველ წელს აწარმოებენ ღვინოს. აზა ბაბაიანმა მეუღლესთან ერთად ღვინოზე მუშაობა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო. თავად გვიამბობს, რომ Პირველ რიგში მისთვის, როგორც ახალბედა მეღვინისთვის, “ახალი ღვინის ფესტივალზე” ამდენი ხალხის მასპინძლობა ძალიან საინტერესო იქნება.
- თქვენთვის ძვირფასი ან საყვარელი მოგონება გაიხსენეთ გასული წლების “ახალი ღვინის ფესტივალიდან”.
- Გასული წლის ღვინის ფესტივალი ჩვენთვის იყო პირველი შემთხვევა როცა საზოგადოების წინაშე წარვსდექით. Დიდი ინტერესით ველოდით ამ დღეს და საბოლოოდ ძალიან ბედნიერები და კმაყოფილები დავრჩით. Ყველაზე ძვირფასი მოგონება გასული წლის ღვინის ფესტივალიდან ჩვენთვის იყო როდესაც ვხედავდით ხალხის და სომელიეების აღფრთოვანებას და კმაყოფილ სახეებს როგორც ღვინის გემოვნური მახასიათებლებით, ასევე ბოთლის გამორჩეული, უცხო და დამამახსოვრებელი დიზაინით.
- თქვენი ბოლო მოსავლის ღვინოების მახასიათებლების შესახებ მოგვიყევით. რომელი ღვინოები უნდა წარადგინოთ ფესტივალზე და თქვენი რჩეული რომელია?
- Წელს ჩვენ ფესტივალზე წარმოვადგენთ რქაწითელს, საფერავს და ქისს. Სამივე ღვინო არის მშრალი და მდიდარია ჯიშური არომატებით. Რა თქმა უნდა სამივე ღვინო უნიკალურად გამორჩეული და განსხვავებულია ერთმანეთსგან. 2024 წელს ასევე დაგვემატება მწვანე.
- რა არის თქვენთვის ყველაზე მხიარული/დასამახსოვრებელი გამოცდილება, რომელიც ვენახში მუშაობისას ან ღვინის დაწურვის პროცესში გამოგიცდიათ?
- ყველაზე მხიარული მეღვინისთვის არის როდესაც საკუთარი ხელით და შრომით მოყვანილ ყურძენს ჩაწურავს და ეტაპობრივად, ამაყად და ბედნიერად სინჯავს წვენს და აკვირდება ფერმენტაციის პროცესს საბოლოოდ ღვინოდ ჩამოყალიბებამდე. Ფასდაუდებელი და დაუვიწყარია ის მომენტი როდესაც შენს ჩაქსოვილ სულს და გულს ღვინის არომატებში ამოიკითახვ.
- თუ აქამდე ფესტივალის სტუმარი ყოფილხართ, მოგვიყევით, რა შეგრძნებაა, როცა ახლა დახლის სხვა მხარეს იდგებით და თავად წარუდგენთ სტუმრებს ღვინოს?
- Პირველ რიგში ძალიან საინტერესო გამოცდილებაა ამდენი ხალხის მასპინძლობა. Ღვინის ფესტივალი გაძლევს საშუალებას კომუნიკაცია დაამყარო და მოისმინო როგორც ადგილობრივების, ასევე ტურისტების აზრი. Სასიამოვნოა როდესაც სხვადასხვა კულტურის ხალხი აფასებს და მოსაზრებას გამოთქვამს შენს ღვინოზე, მითუმეტეს პროდუქტზე, რომელის შექმნაშიც სული და გული გაქვს ჩადებული და ასე ძალიან გიყვარს.
- რა დაბრკოლებები შეგხვედრიათ მეღვინეობის გზაზე, გასული წლის რთველმა როგორ ჩაიარა თქვენთვის?
- Ჩვენთან რთველი ყოველ წელს საკმაოდ მშვიდად, აუღელვებლად და დაბრკოლების გარეშე მიმდინაორებს რადგან ჩვენი მოსავლის 100%-ს ჩვენვე ვითვისებთ და საკუთარი ხელით ვქმნით უღალატო ქიზიყურ ღვინოს.
- რას ფიქრობთ, თქვენი ღვინის დაჭაშნიკებისას რა დაამახსოვრდებათ ან გაჰყვებათ დღის ბოლომდე ფესტივალის სტუმრებს?
- თუ აკეთებ, ყველაფერი კარგად და კარგი უნდა გააკეთო, ცუდი უჩვენოდაც გამოვა. Ჩვენი მიზანია არა დღის ბოლომდე, არამედ ცხოვრების ბოლომდე გაჰყვეთ. ჩვენი ღვინო ისეთი ხარისხისაა, რომელსაც ადამიანები დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე მუდმივ თანამდევად აირჩევენ. Რასაც ჩვენ არ დავლევთ, იმას არც სხვას დავალევინებთ.
- რა არის თქვენთვის, როგორც მეღვინისთვის, ყველაზე საინტერესო ასპექტი განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც ღვინოს სტუმრებს აცნობთ ღვინის ფესტივალზე?
- ერთ-ერთი საინტერესო ასპექტია როდესაც შენთან დასაგემოვნებლად სომელიეები და მეღვინეები მოდიან. Განსაკუთრებულად სასიამოვნო, ნაყოფიერი, მრავლისმომცემი და ფასდაუდებელია პროფესიონალისგან შენი ღვინის შეფასება და ქება-დიდების დამსახურება.
- უკაცრიელ კუნძულზე ერთი ღვინის წაღება რომ შეგეძლოთ, რომელს წაიღებდით?
- Რა თქმა უნდა ერთადერთ უღალატო ქიზიყურ ღვინოს, ბოსტოღანას, რომლითაც უკაცრიელ კუნძულზეც კი მართალ სიტყვას ვიტყვ- მომავლის თვალსაზრისით, რა განვითარებას ან ტენდენციებს ელით ქართული ღვინის ინდუსტრიაში და როგორ ხედავთ თქვენს როლს ამ ცვლილებების საპასუხოდ?
- Რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, მომავალში იგეგმება ფალსიფიცირებული ღვინის აკრძალვა. Რა თქმა უნდა ჩვენ ამას მივესალმებით რადგან თუ აკეთებ კარგად და კარგი უნდა გააკეთო. Ზუსტად ასეთია ბოსტოღანა.
- არის თუ არა რაიმე სამიმავლო პროექტი ან ინიციატივა, ახალი ღვინის კატეგორიის წარმოება, რომელიც დაგეგმილი გაქვთ? თქვენი აზრით, რამდენად დაგეხმარებათ ფესტივალი ამ სამომავლო გეგმების განხორციელებაში?
- Წელს ჩვენ ფესტივალზე წარმოდგენილი გვაქვს ქისი, რომელიც არარის ჯერ ჩაშვებული გაყიდვაში. Ის მზადების პროცესშია და გამოიცემა ლიმიტირებული რაოდენობით, ამიტომ ხალხს ვურჩევდი არ გადადოს მისი დაგემოვნება.
- რაიმე რჩევას ხომ არ მისცემდით ღვინის მოყვარულებს ან უბრალოდ რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ღვინის ფესტივალზე სტუმრობა სურთ?
- ღვინის მოყვარულებს და აბსოლუტურად ყველას ვინც გეგმავს ან არ გეგმავს მოსვლას, ვურჩევდი, რომ აუცილებლად ეწვიონ ბოსტოღანას პავილიონს და დააგემოვნონ, რადგან ბოსტოღანა არის ძალიან უღალატო, სულისა და გულის საამებელი, მართალი ქიზიყური ღვინო.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი