Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

12 მილიონი დოლარის ჯარიმა ფალსიფიცირებული ღვინის გაყიდვისათვის

მანჰეტენის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ასეთი განაჩენი გამოიტანეს – ინტერნეტ-მაგნატ ერიკ გრინბერგს დაეკისროს ჯარიმა 12 მილიონი დოლარის ოდენობით, რადგან მან მილიარდერ უილიამ კოჰს 24 ბოთლი ფალსიფიცირებული ღვინო მიჰყიდა. კოჰის ადვოკატმა ჯონ ჰიუსტონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორივე მხარემ იურიდიულ მომსახურებაზე 5-5 მილიონი დოლარი დახარჯა. ბატონმა კოჰმა საქმის აღძვრისთანავე 10 მილიონი დოლარი მოითხოვა და განაცხადა, რომ მიღებული თანხით ჩამოაყალიბებს ფონდს, რომელიც მასავით მოტყუებულ ადამიანებს დაეხმარება. მან ისიც აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ასეთ თაღლითობაზე არავინ საუბრობს, მას კი სურს, რეალობა გამოააშკარაოს. მოპასუხე მხარე განაჩენით მეტად იმედგაცრუებული დარჩა. ბატონი გრინბერგის თქმით, მან თავადაც არ იცოდა, რომ გასაყიდად გატანილი ღვინო ფალსიფიცირებული იყო, ამიტომ, თავდაპირველად, კოჰს კომპენსაციის გადახდაც კი შესთავაზა, მაგრამ მილიარდერმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადა და მოწინააღმდეგეს 12 მილიონის გადახდა მოსთხოვა.      

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული