ცოლიკოური, თელიანი ველი, 2005
გამოქვეყნებულია: 25 თებერვალი, 2009 - 02:10
ღვინო დაყენებულია ტვიშის ზონაში მოწეული ცოლიკოურის ჯიშის ყურძნიდან. ღია ჩალისფერი ღვინოა მომწვანო ელფერით. ხასიათდება ეკზოტიკური ხილის, ახლადმოთიბული ბალახის, მუშმალის ტონებით. სასიამოვნოა, ცოცხალი მჟავიანობით, რაც მას ზაფხულის ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოდ აქცევს. ცოლიკოური რბილი გემოთი გამოირჩევა.
თემა: