ახლოვდება შობა-ახალი წელი და გერმანელები ამ დღესასწაულის აღნიშვნას წლების განმავლობაში ტრადიციად ქცეული ცქრიალა ღვინით, Rotkäppchen – ით აპირებენ, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც წითელქუდა. ამ ღვინოს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია გააჩნია. მისი წარმოება დაიწყო 1895 წელს. მრავალი წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის მერე, კომპანია Rotkäppchen – ი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კომუნისტური მთავრობის მიერ იქნა ნაციონალიზირებული. ამის მიხედვით შეერქვა მას მეორე სახელწოდება - “კომუნისტური შამპანური”.
გერმანიის გაერთიანების შემდეგ Rotkäppchen – ი აღმოჩნდა გდრ-ის ერთადერთი პროდუქტი, რომელმაც ქვეყნის დასავლეთ ნაწილი დაიპყრო. უკვე 20 წელზე მეტია ეს ცქრიალა ღვინო პირველ ადგილს იკავებს გერმანიის ბაზარზე არსებულ ცქრიალა ღვინოებს შორის.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი