Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბლინების ლაზანია

დაგვჭირდება 12-14 ბლინი (ჩვეულებრივ ბლინებზე ცოტა სქელი გამოაცხეთ).

გულსართის მასალა:
1 ჩ.ჭ. ბრინჯი (მოვხარშოთ და კამა მოვაყაროთ)
500 გრ. ქამა სოკო (მოვშუშოთ ხახვში, ნივრის ფირფიტებთან ერთად)
5-6 კვერცხი (მოვხარშოთ და დავჭრათ)
500 გრ. ქათმის ხორცი (მოვხარშოთ და დავჭრათ, ბულიონში ბრინჯი შეიძლება მოხარშოთ)

სოუსი ბეშამელის მაგვარი: 30 გრ. კარაქში მოვშუშოთ 0,5 ჩ. ჭ. ფქვილი, დავამატოდ თბილი ნაღები (დაბალ პროცენტული) ან რძე, მარილი+პილპილი+მუსკატის კაკალი. ავადუღოთ და გადმოვდგათ. თუ სქელი გამოვიდა, დაამატეთ ადუღებული ნაღები.

შუშის ან სხვა ფორმაში (კარაქ წასმული) ჩავაფინოთ ბლინები გარშემო, ისე,  რომ ბოლოები კედლებზე გადმოკიდებული ქონდეს ბლინებს (მერე უნდა გადავკეცოთ). ჩავდოთ ბრინჯის მასა, ზემოდან დავადოთ ბლინი (მარტო ბრინჯი რომ დაიფაროს), დავაყაროთ კვერცხი და სოუსი მოვასხათ ცოტათი, ისევ ბლინი დავაფაროთ, ქათმის ხორცი მოვაყაროთ, ისევ ბლინით დავფაროთ, ბოლოს სოკო მოვაყაროთ, სოუსი მოვასხათ ცოტა, გადმოვკეცოთ ბლინების დატოვებული ბოლოები, დავადოთ ისევ ბლინი, დავასხათ ცოტა ერბო, დავაფაროთ სახურავი ან ფოლგა და ღუმელში შევდგათ, 220 გრადუსზე, 30 წუთით. მერე მოვხადოთ ფოლგა და გავაგრძელოთ ღუმელში მზადება კიდევ 15 წუთით.

გამოვიღოთ ღუმელიდან, ამოვაპირქვავოთ, ცოტათი შეგრილების მერე დავჭრათ, მოვასხათ სოუსი და მივირთვად.

 
© rtuli

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.