დღეისთვის ქარხნებში 37 ათას 800 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი 70-75 პროცენტით უკვე დასრულებულია, დაბინავებულია ყურძნის უდიდესი ნაწილი.
რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია დღეს მინისტრთა კაბინეტს სოფლის მეურნეობის მინისტრმა პეტრე ცისკარიშვილმა წარუდგინა.
ცისკარიშვილის ინფორმაციით, რთველი ჩასატარებელი დარჩა დედოფლისწყაროს რამდენიმე სოფელში, საგარეჯოში და გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში.
როგორც მინისტრმა განაცხადა, კაჭრეთში რთველი იმ მიზეზით დაგვიანდა, რომ სოფელი ზღვის დონიდან შედარებით მაღალ დონეზე მდებარეობს და ყურძენი მწიფობას გვიან იწყებს.
გადამუშავებული 37 800 ათას ტონა ყურძნიდან, 26 ტონა საფერავის ჯიშის არის, რქაწითელი ჯერჯერობით - 9 ათასი ტონა, ქარხნებზე უკვე გაყიდულია, დაახლოებით, 4 ათასი ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი.
"მთელი რთველის განმავლობაში შეინიშნებოდა ძალიან დიდი ინტერესი ყურძენზე, რაც გამოწვეული იყო ახალი საკანონმდებლო ბაზის მიღებით, ასევე, რუსული ემბარგოს წინააღმდეგ მიმართული მოსახლეობის განწყობით", - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, კახეთიდან საქართველოში მიღებულია რეკორდული რაოდენობის, დაახლოებით, 50 ათასი ტონა ყურძენი. რამდენიმე დღეში საწარმოები უკვე რაჭაში ყურძნის ადგილობრივ ბაზარზე დაიწყებენ მუშაობას.
როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ მოსავალი დიდი რაოდენობისაა, მაღალია ხარისხიც.
მინისტრის ინფორმაციით, წელს ღვინის წარმოების მიზნით საკმაოდ დიდი რაოდენობის ყურძენია გადამუშავებული, როცა შარშან 25 ათასი ტონა გადამუშავდა.
ცისკარიშვილის განცხადებით, ღვინის კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, მსოფლიო ბაზარზე გახდნენ კონკურენტუნარიანები, გააუმჯობესონ ღვინის ხარისხი, აითვისონ ახალი ბაზრები და არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ რუსეთსა და დსთ-ს ბაზრებზე.
პეტრე ცისკარიშილის თქმით, წარმატებით მიმდინარეობს ბრძოლა ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. ფინანსური პოლიციისა და სურსათის უვნებლობის სამსახური ამოწმებენ იმ ბაზრობებსა და ადგილებ, სადაც ფალსიფიცირებული ღვინოები იყიდებოდა. "ცოტა ხანში ქართულ ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინო საერთოდ არ იარსებებს",-აღნიშნა მინისტრმა.
"ინტერპრესნიუსი"
თქვენი კომენტარი