Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საახალწლოდ “დანაყრებული”ინდაური

მასალა:
4–5 კგ–იანი ინდაური, თავისი ღვიძლით.
100–150 გრ.ხბოს ხორცი
100 გრ. ღორის ხორცი
100 გრ. ლორი
1 კგ. წაბლი
0,5 ლიტრი ქათმის ან ძროხის ხორცის ბულიონი
2 ც. წვრილად დაჭრილი ხახვი
1–2 ც. სტაფილო, კუბიკებად დაჭრილი
2–3ც. მწვანე ხახვი. კარაქი. მარილი. პილპილი. სანელებლები (უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, ნიორი)
 
მომზადებ:
წვრილად დაკეპილ ღორის და ხბოს ხორცს დავუმატოთ ინდაურის ღვიძლი, წინასწარ კანგაცლილი წაბლი მოვხარშოთ ბულიონში. გავატაროთ და დავუმატოთ ფარშს. დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ტაფაზე და მოვასხათ ფარშს. შევაზავოთ მარილით, პილპილით და სანელებლებით. ამ ფარშით გამოვავსოთ ინდაური. შემოვახვიოთ ინდაურს თოკი, ფორმა რომ არ დაკარგოს, და თუჯის ტაფაზე დავდოთ. მეტისმეტად რომ არ დაიწვას, შემოვახვიოთ ფოლგა. მანამდე წავუსვათ კარაქი. ფოლგაში შევაყოლოთ დაჭრილი სტაფილო  და მწვანე ხახვი (არომატისათვის).უხდება მრგვლად მოხრშული კარტოფილი. შემოუწყვეთ და მიირთვით გემრიელად.
 
© თამრიკო ხუნდაძე

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული