Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2013 წლის მოსავალი – არგენტინა და ჩილე

წელს არგენტინელ მეღვინეებს ბუნებამ არ უმტყუნა. მენდოსაში, სადაც მთელი წლის განმავლობაში 300 დღე მზე კაშკაშებს, ყურძნისათვის მთავარ საფრთხედ მოულოდნელი ყინვა, სეტყვა ან ცხელი ქარი შეიძლება იქცეს. გაზაფხულისა და ზაფხულის თბილი ამინდების წყალობით ყურძენი კარგად დამწიფდა და მეღვინეებმა მოსავალი, სწორედ რომ, გეგმის მიხედვით აიღეს. “წლევანდელი მოსავალი სიკეთის მომტანი იქნება, განსაკუთრებით კი უკოს ველის მეღვინეებისათვის. ამინდებმა ხელი შეგვიწყო, რომ ყურძენი თანაბრად გაზრდილიყო და დამწიფებულიყო, ამიტომ წლევანდელ მოსავალს ზომიერი მჟავიანობა და ალკოჰოლი აქვს,” – განაცხადა ლეონარდო ერასუმ (Alto Las Hormigas). მისმა კოლეგამ რიკარდო ხიადორუმ კი 2013 წლის მოსავალს “ფენომენალური” უწოდა. მართალია, არგენტინელი მეღვინეები წელს ბუნებამ ასე გაანებივრა, მაგრამ ქვეყანაში შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა მათ ახალი თავსატეხი გაუჩინა – ადგილობრივი ვალუტა დღითიდღე უფასურდება, ღვინის ინდუსტრიის განვითარებისათვის აღებული სახელმწიფო სესხი კი 20 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.  

სხვა მდგომარეობაა ანდების მეორე მხარეს, ჩილეში. მართალია, ეკონომიკურ-პოლიტიკური სიტუაცია აქ ნაკლებ საგანგაშოა, მაგრამ მეღვინეებს პრობლემა კლიმატის გაუარესების გამო შეექმნათ. წელს ჩილეში ჩვეულებრივზე მეტად ციოდა, ამიტომ მოსავალი კარგად ვერ დამწიფდა და, ცხადია, რთველმაც დაიგვიანა. ცენტრალურ რეგიონებში ძალიან ცივი და წვიმიანი გაზაფხული იყო, ამის გამო კოლჩაგუას, კაჩაპოალის, მაულესა და მაიპოს პროვინციებში არც ისე კარგი მოსავალი აიღეს, კასაბლანკასა და მის მიმდებარე მხარეში კი იმდენად ცივი ზაფხული დადგა, რომ რთველი ერთი თვით გვიან დაიწყეს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.