რამდენიმე დღეა საქართველოში ამერიკელი იმპორტიორების ჯგუფი იმყოფება, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Marq Energie Consulting-ის დამფუძნებელი, ჯული პეტერსონი ხელმძღვანელობს. ვიზიტის მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის იმპორტის გაზრდაა.
პირველი დეგუსტაცია Speed tasting თბილისში გაიმართა, სადაც 34 კომპანიის წარმომადგენელს მიეცა შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებისთვის საკუთარი პროდუქცია წარედგინა, გასაუბრებოდნენ და მათგან კონსულტაცია მიეღოთ. ღონისძიების ფარგლებში ამერიკელმა იმპორტიორებმა 100-მდე ქართული ღვინო დააგემოვნეს.
ქართულმა ღვინომ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.
ამერიკელი იმპორტიორი, ერიკ ჯოფთმანი ქართულ ღვინოს „საუცხოოს“ უწოდებს.
ტურის ფარგლებში, დაგეგმილია ღვინის პროფესიონალების ვიზიტი კახეთში, იმერეთსა და ქართლში, სადაც სტუმრები გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ადგილზე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოებს შემდეგ მწარმოებელ კომპანიებში: „იაგოს ღვინო“, „შატო მუხრანი“, GWS, „სიმონ ჩხეიძის მარანი“, „ვარციხის მარანი/ჭოტიაშვილი“, „მეღვინეობა ხარება“, „ვინე პონტო“, KTW, “ლაგვინარი”, “ხოხბის ცრემლები”, “კახური” და „გიუაანი“.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი