Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გუფთა არაბულად

საჭირო მასალა: 800 გ საქონლის ძვლიანი ხორცი, 1,5 ჭიქა მოხარშული მუხუდო, 3 თავი ხახვი, 2 ს.კ. ტომატ-პასტა, 1 ჩ.კ. პაპრიკა, 2 ჩ.კ. ხმელი პიტნა, 0,3 ჭიქა ზეთი, 1 კონა ქინძი, მარილი – გემოვნებით. გუფთისთვის -  1 1/4 ჭიქა წითელი ბულგური, 3 ს.კ. მანანის ბურღული, 250 გ ცხვრის ან საქონლის ხორცის ფარში, 1 თავი ხახვი, 0,5 ჩ.კ. პაპრიკა, 6-8 ს.კ. წყალი, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ძვლები ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ხარშვისას მომდგარი ქაფი მოვხადოთ. დავუმატოთ მარილი და განვაგრძოთ ხარშვა. დაგვჭირდება 6 ჭიქა ბულიონი. ბულგური გავრეცხოთ, შევურიოთ ხორცის ფარში, მანანის ბურღული, წვრილად დაკეპილი ხახვი, მარილი, პაპრიკა და პილპილი. ფარშს ვურიოთ და თან წყალი ვამატოთ. ფარში წყლით ძალიან არ გავათხელოთ. გავაკეთოთ კაკლისოდენა ბურთულები. ბურთულები მოვხარშოთ ადუღებულ მარილწყალში და თუშფალანგზე გადავიტანოთ.

ღრმა ტაფაში ჩავასხათ ზეთი, დავუმატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ. შევურიოთ ტომატ-პასტა, პაპრიკა, პიტნა, მუხუდო და 6 ჭიქა ბულიონი. ტაფას დავახუროთ სახურავი და 2-3 წუთი ვხარშოთ. ბულიონში მოვათავსოთ გუფთები და კერძი კიდევ 1-2 წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე. სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი. გარნირად შეგვიძლია მივირთვათ მოხარშული ბრინჯი ან ბულგური.

© ღვინის კლუბი/Weekend



recepti mometsona, magram iqneb mitxrat ra aris bulguri ?


ბულგური, იგივე ბურგული არის ხორბლის ბურღული, რომელიც ტრადიციულია არაბული ქვეყნებისა და თურქეთისათვის. გავს დაღერღილ ხორბალს და ზოგს ეს ორი ბურღული ერთმანეთში ერევა. ბულგური არსებობს ორნაირი - თეთრი და წითელი. ორივე შეიძლება აქ გამოიყენო. შეიძლება სხვა ბურღულითაც ჩაანაცვლო. ისე, დიდი სუპერმარკეტებში იყიდება. დიდუბეში, გამოფენასთან თურქულ სუპერმარკეტ "თურსაში" ნამდვილად იყიდება. იყო "პოპულის ქსელშიც. აუცილებად იქნება "ჯიმარტსა" და "გუდვილშიც"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული