Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცნობილი ირლანდიური გამოცემა ქართულ ღვინოზე წერს

ირლანდიაში ერთ-ერთი წამყვანი გამოცემა Image, მიშელ ლოლორის სტატიას აქვეყნებს, სადაც მკითხველს შემოდგომისთვის საუკეთესო წითელ ღვინოებს ურჩევენ. სტატიის ავტორი, Michelle Lawlor, ღვინის კომპანია The Nude Wine Company-ის წარმომადგენელია და ირლანდიური ღვინის ბაზარზე ახალი და გამორჩეული ღვინოების რეკომენდაციებს სთავაზობს მკითხველს. ფოკუსს აკეთებს იმ ღვინოებზე, რომლებიც განსაკუთრებული ტექსტურით გამოირჩევა და სეზონისთვის შესანიშნავი არჩევანია.

სტატია იწყება იმით, თუ რატომ არის ბარხატოვანი წითელი ღვინოები იდეალური შემოდგომის ცივი საღამოებისათვის. ავტორი ხაზს უსვამს, რომ ხავერდოვანი ტექსტურა ღვინის ტანინებისგან მოდის, რაც მას აძლევს რბილ და ამავდროულად ინტენსიური, კომპლექსურ არომატებსა და გემოს, სადაც ხილის მდიდარი ნოტები არ ჭარბობს და ღვინოს პირიქით, მეტ სიღრმეს მატებს.

მიშელისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღვინო გახლავთ Herdade do Peso, Trinca Bolotas Alentejo Tinto, რომელიც 2024 წელს ირლანდიის საუკეთესო წითელი ღვინის ჯილდოს მფლობელი გახდა. ეს პორტუგალიური ღვინო გამოირჩევა მდიდარი არომატებით, შავი ხილისა და სანელებლების ტონებით, რაც მას სრულყოფილ არჩევანს ხდის ცივი შემოდგომისთვის.

სტატიაში ასევე განხილულია iMuri Negroamaro პულიიდან, სამხრეთ იტალიური ღვინო. ავტორი აღნიშნავს, რომ ეს ღვინო გამოირჩევა შავი მოცხარისა და შავი ქლიავის არომატებით, რაც მას განსაკუთრებულად კომპლექსურ და სრულყოფილად ხდის. ეს ღვინო იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს მაღალი ხარისხის, მაგრამ ხელმისაწვდომი ფასის ღვინოების ვარიანტს, ცოტას პულიის შესახებაც ვკითხულობთ: “ეს მზით სავსე რეგიონი, რომელსაც ხმელთაშუა ზღვის კლიმატი და მდიდარი ნიადაგები ახასიათებს იდეალურ პირობებს ქმნის ნეგროამაროს ჯიშის მოსაყვანად, რომელიც ამ რეგიონის ერთ-ერთი პოპულარული ჯიშია. პულიის ღვინოები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ხავერდოვანი ტექსტურითა და სასიამოვნო სტრუქტურით, რაც ამ რეგიონს ნამდვილად მიმზიდველს ხდის”. 

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოსა – Bedoba, Saperavi კახეთიდან. მიშელი წერს, რომ ეს ღვინო გამორჩეულია თავისი სიღრმითა და არომატებით: “ეს ღვინო იდეალურია მათთვის, ვისაც საქართველო ჯერ არ აღმოუჩენია. მასში იგრძნობთ შავი ხილის, შოკოლადის, კარამელისა და მცენარეების ნოტებს. მისი დავარგება ხდება როგორც ქვევრში, ასევე უჟანგავი ფოლადის ავზშიც, რაც ღვინოს ანიჭებს განსაკუთრებულ მახასიათებლებსა და კომპლექსურ გემურ თვისებებს. მათთვის, ვინც ეძებს რაღაც ახალსა და საინტერესოს, ეს ღვინო განსაკუთრებული იქნება.”

სტატიაში კახეთზეც წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ კახური საფერავი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დიდი ისტორიის მქონე ჯიშია, ვკითხულობთ ქვევრის მეთოდზეც: “სწორედ ამ მეთოდით აყენებდნენ ადრე ღვინოს და ახლაც მართლაც განსაკუთრებულ თვისებებს სძენს ქვევრი საბოლოო პროდუქტს. საფერავს აქვს განსაკუთრებული თვისებები და კახურ საფერავში ნამდვილად ვითარდება სწორედ ის ნიუანსები, სიღრმე, ინტენსივობა, კომპლექსურობა და არომატები, რაც ღვინოს ასე ძალიან უხდება”. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული