Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო კორეულ ბაზარზე

ბოლო ორი წერია კორეელები უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან ღვინით. ბაზრის გაფართოებასთან ერთად კორეელი ღვინის მოყვარულები თავიანთი არჩევანის გამრავალფეროვნებასაც ცდილობენ, ქართული ღვინო კი, როგორც ჩანს, ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა მათთვის.

გასულ კვირაში კორეაში საქართველოს საელჩომ წარადგინა ქარვისფერი, წითელი და თეთრი ღვინოები Seoul INternational Wines & Spirits Expo (SIWSE) 2022-ზე. საქართველოს ელჩმა კორეაში, ოთარ ბერძენიშვილმა, განაცხადა, რომ ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს კორეელი ღვინის მოყვარულთათვის: „ჩვენი განსაკუთრებულად ძლიერი მხარე ქარვისფერი ღვინოებია, რომლებიც თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში . ეს ქართული მეღვინეობის ტრადიცის მაგალითია, რომელიც იუნესკოს სიაშია შეტანილი. კორეელი მომხმარებელი ძალიან ისიამოვნებს ქართული ღვინით“- განუცხადა ბერძენიშვილმა Korea Times-ს. მისი აზრით, კორეა-საქართელოს ვაჭრობის შეთანხმება (FTA) არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა კორეასთან ურთიერთობის განმავლობაში: „ჩვენ შარშან დავასრულეთ ტექნიკური განხორციელებადობის ანალიზი და როგორც იუნ სუკ-იოლის ადმინისტრაციამ აღნიშნა, გაჩნდა დიდი მოლოდინი იმისა, რომ კორეა გლობალური მოთამაშე გახდება და ბაზრის დივერსიფიკაცია ახლა უფრო მნიშვნელოვანია“. ვინაიდან ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა წარმატებით დასრულდა, ელჩი იმედოვნებს, რომ FTA პროცესიც დაჩქარდება: „ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც კორეასთან სავაჭრო შეთანხმება დადო ამ კუთხით. FTA-ის შემდეგ ქართული ღვინო და სხვა პროდუქტები შემოვა კორეულ ბაზარზე და მომხმარებელს წვდომა არა მხოლოდ ღვინოზე, არამედ სხვა პროდუქტებზეც ექნება.“

კორეას ესტუმრა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმდჯომარის მრჩეველი გიორგი თევზაძეც, რომელმაც ქართული ღვინის კულტურის ძირითადი მახასიათებლების შესახებ კორეელ ღვინის მოყვარულებს მოკლე ლექცია წაუკითხა. SIWSE-მ საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართელოს საელჩოს ორგანიზებით 30 ივნისიდან 3 ივლისამდე 60-მდე ქართული ღვინის წარმომადგენელს უმასპინძლა: „ვფიქრობ, რომ ეს საელჩოს ერთ-ეთი ყველაზე დიდი მიღწევაა. ქართული უნიკალური ღვინის კორეულ ბაზარზე წარდგენასთან ერთად ჩვენი კომპანიებისთვის ახალი სავაჭრო შესაძლებლობების წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვა“- განაცხადა ელჩმა.

სამთავრობო ორგანომ ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად კორეა ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზრად დაასახელა.

მაგალითად, 2015 წელს 24056 ბოთლი ღვინო გავიდა, ხოლო მომდევნო წელს ეს რიცხვი 8913-მდეა შემცირებული. 2018 წელს 68000 ბოთლამდეა გასული, 2019-ში კი ეს რიცხვი 20000-ს არ აღემატება. 2021 წლის 6 თვესთან შედარებით წელს 69%-იანი კლებაა. შარშან ექსპორტზე 29347 ბოთლი ღვინო გავიდა, წელს კი ეს რიცხვი 9108-მდეა შემცირებული. მიუხედავად ამისა, იმედოვნებენ, რომ FTA საქართველო-კორეის სავაჭრო ურთიერთობას უკეთესობისკენ შეცვლის.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული