21 ოქტომბერს, „ღვინის კლუბი“ ქართული ღვინის დღეების, „ღვინობისთვე 2023“-ის ფარგლებში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება, გიწვევთ საფესტივალო აქციაზე: "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2023"
ღონისძიება მთაწმინდის პარკში გაიმართება (12:00-დან 19:00 საათამდე), სადაც ბოლო 5 წლის მანძილზე სახელმოხვეჭილი თუ დამწყები ახალი მცირე მარნები წარმოადგენენ თავიანთ ღვინოებს.
ფესტივალზე საუკეთესო გარემოს გპირდებით, სადაც მევენახე–მეღვინეები სტუმრებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. აქ გასინჯავთ ბევრისთვის უცნობი ახალი მარნების ღვინოებს. ღვინის გარდა გელით გემრიელი ხემსი, გართობა და მთაწმინდური შემოდგომა.
ფესტივალის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო და მთაწმინდის პარკი.
როგორც ყოველთვის სტუმრების დასწრება ფესტივალზე თავისუფალია!
თქვენი კომენტარი