Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დარია ხოლოდილინა IWSC Emerging Talent in Wine 2024 წლის გამარჯვებულია

გასულ კვირას IWSC-მა გამოავლინა იმ მონაწილეების სია, რომლებმაც ახალ კონკურსში Emerging Talent-ში საუკეთესო შეფასებები დაიმსახურეს. მათ შორის დარია ხოლიდილინაც მოხვდა, რომელმაც გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა: "დარია მნიშვნელოვან ცვლილებებს ატარებს ქვეყანაში და ქართული ღვინის ინდუტრიის განვითარებაშიც დიდი წვლილი შეაქვს" - განაცხადეს ჟიურის წევრებმა - "დარიამ ძალიან ბევრს მიაღწია - მისმა უნარმა და გზამ, როგორც მუშაობს, ბევრი რამის შეცვლა შეძლო." - ვკითხულობთ IWSC-ის სტატიაში.

უკრაინიდან საქართველოში დარია 2013 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად. ექსპერტებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ შეიძინა მან რამდენიმე წელიწადში ქართული ღვინის ძალიან ღრმა ცოდნა და საკმაოდ პატივსაცემი ფიგურაც გახდა ქართული ღვინის ინდუსტრიაში. დარიამ დაწერა წიგნიც ქართულ ღვინოზე Vinologue Georgia: A Guide to the Cradle of Wine, ჰქონდა თავისი პოდკასტიც და გადაცემაც ამავე თემაზე, დააარსა საკუთარი ენოტურისტული კომპანია Trails and Wines.

2020 წელს დარიამ 3 თვე იმოგზაურა საქართველოში, მოინახულა ღვინის საწარმოები, მცირე მარნები, მეღვინეებთან ჩაწერა და გადაიღო ინტერვიუები. მისი ჩანაწერები გადაეცათ ქართული ღვინის იმპორტიორებს გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და ნიდერლანდებში, რაც მათ ქართული ღვინის პოპულარიზაციაში ეხმარებოდა. გარდა ამისა დარია აწყობს ტრენინგებს ღვინის ტურიზმის განვითარების შესახებ და ატარებს დეგუსტაციებს, წარადგენს ქართულ ღვინოს საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

"ჩვენმა ექსპერტებმა ძალიან დადებითად ისაუბრეს დარიას საქმიანობაზე, რომელიც ქართველ მეღვინეებს აძლიერებს და მსოფლიოს ქართულ ღვინოს აცნობს".

აპლიკაციის ფორმაში დარიამ ორი იდეა გაუზიარა IWSC-ის ჟიურის წევრებს. მას სტიპენდიის დახარჯვის ორი იდეა ჰქონდა: ეს იყო სტაჟირება ევროპულ ღვინის საწარმოში, რის შემდეგაც უფრო უკეთ შეძლებდა ქართველი მეღვინეებისთვის ტრენინგების ჩატარებას, ან მეორე, მცირე ქართველი მეღვინეებისთვის დიდ გამოფენაზე მონაწილეობის შანსის მიღება: "ჩვენ მოხარულნი ვართ წარმოგიდგინოთ დარია, როგორც ჩვენი გამარჯვებული 2024 წლის Emerging Talent in Wine კონკურსში." - სტატიას IMSC-ის გვერდზე გაეცნობით.

"ღვინის კლუბი" ვულოცავთ დარიას კონკურსში გამარჯვებას!

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული