ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2022 წლის 15-17 მაისს საქართველო გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა Prowein-ზე იყო წარმოდგენილი.
Prowein Dusseldorf ღვინის პროფესიონალთა კომუნიკაციის საუკეთესო გარემოს შექმნაზე ორიენტირებული გამოფენაა, ამაზე ღონისძიების სახელწოდებაც მეტყველებს . გამოფენა პირველად 1994 წელს ჩატარდა. დაარსებიდან დღემდე მასში მონაწილეთა და ვიზიტორთა, წარმოდგენილი პროდუქციისა და სტენდების, ასევე, ვიზიტორებისა და აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობის ზრდა ღონისძიების მასშტაბების, გავლენისა და პოპულარობის საუკეთესო ინდიკატორია.
საქართველო Prowein Dusseldorf-ზე ერთიანი ეროვნული სტენდით 2000 წლიდანაა წარმოდგენილი.
ეს გამოფენა ერთ-ერთი ღონისძიებაა მათ შორის, რაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიმუშავა. გერმანია კი ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზარია.
2019 წლის დეკემბერში, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“-თან თანამშრომლობით ჩატარებულ კვლევაში გამოჩნდა, რომ გერმანელი მომხმარებელი ღვინის არჩევისას ყურადღებას აქცევს ჯიშს, წარმოშობას, ფასსა და ბრენდს.
ქართული ღვინის გერმანიის ბაზარზე პოპულარიზაციის მიზნით, კონტრაქტი გერმანულ კომპანიასთან ff.k Public Relations გაფორმდა.
მთავარი მიმართულებები საინფორმაციო კამპანია და სოციალური მედიის მენეჯმენტი იქნება. ასევე, საქართველოში 3 ვიზიტია დაგეგმილი - ტურის ფარგლებში სტუმრები ღვინის კომპანიებს ეწვევიან და გაეცნობიან ქვევრში ღვინის დაყენების პროცესს. Prowein 2022 სწორედ ამ გეგმის ნაწილია, რომელშიც სხვა დეგუსტაცია-კონკურსები, სასწავლო პროგრამები და პრესტიჟულ გამოცემებთან თანამშრომლობაც შედის.
პროვაინის 2022 გამოფენაში 24 ქართული კომპანია მონაწილეობდა:
დუგლაძეების ღვინის კომპანია
შატო ბუერა
მეღვინეობა შილდა
თელიანი ველი
Georgian Wine House
JSC “Corporation Kindzmarauli”
Duruji Valley
კორპორაცია ქართული ღვინო
ასკანელი
მეღვინეობა ჯივეისი
შატო მუხრანი
კახური ღვინის მარანი
ალაზანი
ბადაგონი
თბილღვინო
მეღვინეობა ვაზიანი
მეღვინეობა ხარება
Terrakisi Wines
Binekhi Winery
მარნაველი
ნაბერაული
მეღვინეობა შუმი
Bolero & Co.
ხვანჭკარის ღვინის მარანი
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი