Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოში ყველაზე მსმელი ერი

ახლახან ჩატარებული მასშტაბური გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა მსოფლიოში ყველაზე მსმელი ერი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ტიტული წილად არც რუსებს ერგოთ, არც ფინელებს და არც ირლანდიელებს. და, მაინც, არჩევანი კანონზომიერი აღმოჩნდა - სასმელის ყველაზე დიდ მოყვარულებად ბრიტანელები აღიარეს. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ბრიტანელთა 84% მოიხმარს ალკოჰოლს, და ეს ციფრი მათ მსმელი პლანეტის სათავეში აყენებს. შედარებისთვის: ალკოჰოლურ სასმელს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 71% მოიხმარს. ამ კვლევამ კი აჩვენა, რომ ყოველი მეათე ბრიტანელი ყოველდღე სვამს. ეს მაჩვენებელი, საფრანგეთის მაჩვენებელთან შედარებით, ორჯერ მეტია. ცნობილი გახდა, რომ ნისლიანი ალბიონის მცხოვრებთა დაახლოებით 41% რეგულარულად სვამს ალკოჰოლურ სასმელს, იგივე მაჩვენებელი კი დანარჩენი მსოფლიოსათვის 17%-ს შეადგენს. ავსტრალიის შემთხვევაში, რომელიც ბრიტანეთის უახლოესი მეტოქეა სასმელის სიყვარულის თვალსაზრისით, მაჩვენებელი 27%-ს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ ბრიტანელებმა უკვე კარგა ხანია მოირგეს ბახუსის ვნებიანი თაყვანისმცემლის იმიჯი. ეს მრავალრიცხოვანი კვლევებითა და გამოკითხვებითაც მტკიცდება. ერთ-ერთი უკანასკნელი გამოკითხვა, რომელიც კომპანია TNS Opinion-მა ევროკომისიის დაკვეთით ჩაატარა, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ბრიტანელები და ირლანდიელები ყველაზე მსმელი ევროპელები არიან. როგორც ჩანს, სასმელის სიყვარულის ამბავში ბრიტანეთში უფროსებს არც მოზარდები ჩამოუვარდებიან. გასული წლის კვლევამ აჩვენა, რომ ბრიტანელი მოზარდები გაცილებით მეტ ალკოჰოლს მიირთმევენ, ვიდრე მათი თანატოლები სხვა განვითარებული ქვეყნებიდან. გაერთიანებულ სამეფოში სასმელს განსაკუთრებით გოგონები ეტანებიან. ბრიტანელი ბიჭების 33% 13-დან 15 წლამდე ორჯერ მაინც დამთვრალა (რაც ორჯერ მეტია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით), ბრიტანელი გოგონები ამ მაჩვენებლით კიდევ უფრო უსწრებენ დანარჩენი სამყაროს წარმომადგენლებს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული