Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული მწვანე საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

თუ საუკეთესო თეთრ, მსუბუქ ღვინოებს ეძებთ საშობაოდ, მაშინ Inews-ის, გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო ონლაინ ვებგვერდის რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით ბრიტანელი კითხულობს. 

გასული კვირის სტატიაში კი საუკეთესო თეთრი ღვინოების ჩამონათვალში ქართულ ღვინოსაც შეხვდებით, ეს Marks & Spencer-ის 2022 წლის მწვანეა, რომელიც ყვავილების, ატმისა და გარგრის არომატებით ხასიათდება, იგრძნობთ მწვანილების ნოტებსაც, მათ შორის კი ციტრუსისა და ვაშლის სურნელებას. ეს ღვინო განსაკუთრებით უხდება ქათმის კერძებს ან შემწვარ თევზს. 

საუკეთესოებს შორის ერთ-ერთ არის Irresistible Mâcon-Villages Chardonnay 2022, ფრანგულ, სასიამოვნო სტრუქტურის შარდონეს ატმისა და ნესვის არომატებით, ასევე ლიმნის ცქრიალა ნოტებით ახასიათებენ. 

Fairtrade Chenin Blanc 2023 ახალი მოსავლის ძალიან სასიამოვნო, გამაგრილებელი, ხალასი ღვინოა მწვანე, ხრაშუნა ვაშლის არომატებით. 

Sunlight Chardonnay 2023- ამ სამხრეთ ავსტრალიის ღვინოში იგრძნობთ ციტრუსის, თაფლისა და ნესვის არომატებს. ახასიათებს მსუბუქი სხეული, მინერალური გემოები.

Extra Special Fiano 2022 - მსუბუქი ყვავილების, ატმისა და ვაშლის არომატები აქვს, რომელიც განსაკუთრებით უხდება სალათებს, ზღვის პროდუქტსა და პასტებს. 

Lo Scudo Soave Classico 2022 -თავიდან დელიკატური და ყვავილოვანი ნოტები აქვს, რასაც  შემდეგ მწიფე მსხლის, ცაცხვისა და მწვანილის არომატები მოჰყვრბა, რომელსაც ნებისმიერ თევზის კერძს მიუსადაგებთ.

Villa Blanche Sauvignon Blanc 2022 - ფრანგული 2022 წლის მოსავლის სოვინიონ ბლანში მწიფე მსხლის სურნელს იგრძნობთ, ასევე ატმის ნოტებსა და საიამოვნო “სიხრაშუნეს”, მიირთვით სალათებთან ერთად, სტატიას კი Inews-ზე გაეცანით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული