Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო დიუსელდორფში ProWein-ზე

დიუსელდორფში 10-12 მარტამდე მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება მიმდინარეობდა. საქართველომ, ისევე, როგორც გასულ წლებში, მონაწილეობა წელსაც მიიღო. 28 ქართულმა კომპანიამ წარადგინა ქვევრის და კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინო, გაიმართა არაერთი მასტერკლასი ქართული ღვინის შესახებაც.

გამოფენაზე ქართულ ღვინოს აფასებდნენ და აჭაშნიკებდნენ ღვინის პროფესიონალები, მცოდნეები, იმპორტიორები, ღვინის მწერლები და ენთუზიასტები. 
მთლიანობაში კი ღონისძებაზე ქართული ღვინის ოთხი პროფესიული დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა. პირველი იყო Meininger-ის სტენდთან ღვინის მაგისტრების, იანეკ შუმანისა და კონსტანტინ ბაუმის დეგუსტაცია. 10 მარტს კი ტონი ასკიტისმა, გავლენიანმა სომელიემ და ღვინის ექსპერტმა Prowein-ზე ქართული ღვინის შესახებ სამი სემინარი გამართა. თითოეული სხვადასხვა თემაზე იყო სხვა მცოდნეებთან ერთად. პირველი იყო “კერძებისა და ქართული ღვინის შეხამება” ლუკას იაკობთან და ინგე მაინზერთან ერთად. განიხილეს ასევე “შატო მუხრანის” ღვინოები პატრიკ ჰონეფთან რთად, ერთ-ერთი სემინარის თემა იყო “ღვინის მუსიკა”, რაზეც ტონი ასკიტისმა ისაუბრა. 
“ღვინის კლუბი” ესაუბრა Ikano Estate-ს, რომელიც “პროვაინზე” ერთ-ერთი ქართელი მონაწილე იყო. როგორც “იკანო ისთეითიდან” გვიამბობენ, გამოფენამმთლიანობაში კარგად ჩაირა, თუმცა სტუმრების რაოდენობა იმაზე შესამჩნევლად ცოტა იყო, ვიდრე გასულ წელს: “საბოლოო ჯამში გამოფენამ კარგად ჩაიარა, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი მაღალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე გამოფრმებული კონტრაქტი ჯერ არ გვაქვს, რეალური ინტერესი დიდია. უნდა აღვნიშნო, რომ გამოფენაზე სტუმრების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით საგრძნობლად ცოტა აღმოჩნდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ქართული ღვინის სტენდი სხვა პავიოლიონებთან შედარებით არანაკლებ დატვირთული იყო. ინტერესი ქვევრის ღვინოზე უფრო დიდია, მიუხედავად იმისა, რომ მე ორივე კატეგორიის ღვინო მქონდა წარმოდგენილი, ქვევრი უფრო აინტერესებთ, უფრო ზუსტად კი, ჩემს შემთხვევაში, წითელი, მშრალი საფერავის მიმართ იყო განსაკუთრებული დაინტერესება.”

ქართულ ღვინოებს გერმანიაში არც ისე ბევრ ადგილას შეხვდებით. მხოლოდ შერჩეული რესტორნები და ღვინის საცალო მოვაჭრეები სთავაზობენ ღვინის მოყვარულებს ქართულ ღვინოს. Jobava Winery-დან აღნიშნავენ, რომ დაინტერესება დიდია, თუმცა ცნობადობა დაბალი ქართული ღვინის შესახებ: “ბევრი მოსულა და საქართველო ამერიკის შტატ ჯორჯიაში არევიათ. ცნობადობა მაღალი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ინტერესი დიდია. მცირე მეწარმეებისთვის ღვინის გაგზავნა ძალიან რთულია საზღვარგარეთ, ვფიქრობ, მთავარი ცნობადობის ამაღლება და მეტი რეკლამაა საჭირო ქართული ღვინის შესახებ”.

კონსტანტინ ბაუმი, ღვინის მაგისტრი: "დღევანდელი მასტერკლასი მიეძღვნა იმას, თუ რა არის საქართველო, ასევე ამ ქვეყნის ღვინოების სტილურ მრავალფეროვნებას. მხედველობაში მაქვს, რომ ერთი მხრივ, არსებობს ქვევრის ღვინო, მაგრამ ასევე არის საკმაოდ ბევრი თანამედროვე, ნამდვილად საინტერესო ღვინო, რომელიც მრავალფეროვანი ავტოქთონური ვაზის ჯიშის ყურძნისგანაა დამზადებული და განსხვავებულად არის საქართველოში წარმოდგენილი".

30-ე საიუბილეო „ProWein Dusseldorf“-ს, წელს მსოფლიოს 65 ქვეყნის 5400-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა. 
© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული