Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოს მეღვინეების პასუხი პუტინს

ფრანგული გამოცემა Vitisphere აქვეყნებს სტატიას, სადაც ფრანგი მეღვინეების საერთო პოზიციაა გამოკვეთილი პუტინისა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მათი აზრით, თუ შესაძლებელია, რომ სპორტული ტურნირებიდან მთლიანად რუსეთი მოიხსნას ან არაყს ემბარგო დაუწესდეს, რატომ არ უნდა შეიზღუდონ პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქები, რომელთა ღვინოც ისევ იყიდება საფრანგეთში? თავად მეღვინეების პოზიცია შემდეგია - უკრაინისთვის რეალურად გამოცხადებული სოლიდარობა სწორედ რუსეთის საკუთრებაში მყოფი პროდუქტისადმი ბოიკოტის გამოცხადებაა.

ასევე, საუბარია იმ სირთულეზე, რაც ამ პროცესს თან ახლავს - როგორ შეიძლება ერთმანეთისგან გაირჩეს პუტინთან დაახლოებული ოლიგარქები საწინააღმდეგო პოზიციის მქონე რუსებისგან, რაზეც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

სტატიაში რუსი ოლიგარქის, ალექსანდრე პუმპიანსკის მემკვიდრის პოზიციაა მოხსენიებული, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს, პოლიტიკურ შეცდომას უწოდებს. Syndicat des Caviste Professionels-ის დირექტორთა საბჭოს პოზიცია უკრაინისადმი სოლიდარულია, ისინი ბოიკოტს მხარს უჭერენ, თუმცა ამ ეტაპზე ეს მხოლოდ რუსი ოლიგარქების და არა მთლიანად რუსეთისკენაა მიმართული.

საფრანგეთში რუს ოლიგარქებს ქონების გაყიდვა უწევთ. პუტინის მეგობარი ოლიგარქი პუმპიანსკი იძულებული გახდა ჟურას რეგიონში შეძენილი განევას (Ganevat) მამული გაეყიდა, განიხილება მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაკისრება. იგივე ელის კიდევ ერთი ოლიგარქის, ბორის ფილატოვის ქონებას სენტ ემილიონში. ანდრეი ტიტოვმა, პუტინთან დაახლოებულმა კიდევ ერთმა ოლიგარქმა, შამპანში მამული le Château d’Avize გაყიდა.

ფრანგი მეღვინე ტიერი პუზელა, რომელიც ქართველი ნატურალისტების კარგი მეგობარია, თავის ინსტაგრამ გვერდზე შემდეგ ფოტოს აქვეყნებს:

ამის პარალელურად, 11 მარტს ბრიუსელმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირი სრულად აჩერებს რუსეთისთვის ძვირადღირებული საქონლის ექსპორტს. ამაში შედის შამპანური, ალკოჰოლური სასმელები, ოქრო, ძვირფასი ქვები, ძვირადღირებული ცხენები, ტრიუფელი და ხიზილალა. რაც შეეხება ღვინოს, სია საკმაოდ გაფართოებულია, რუს ოლიგარქებს სრულად უნდა შეეხოს. მართალია, ეს ემბარგო არც ისე ტოტალურია, ფრანგული ღვინის გამოცემები აღნიშნავენ, რომ ღვინის ექსპორტის უდიდესი ნაწილი უკვე დე ფაქტო ემბარგოს ქვეშაა, სავაჭრო გზებისა და გაცვლითი კურსის შეზღუდვის გამო.

დიდ ბრიტანეთში კი უკრაინაში ომის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად სპეციალური ღვინის აუქციონი ეწყობა, რომლის შემოსავალიც მთლიანად საქველმოქმედო ანგარიშზე გადაირიცხება. გამოცემა The Drinks Business მონაწილეობის პირობებს აქვეყნებს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



მიყვებიან სხვა მილიარდელებიც :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული