Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო ბრიტანელი ექსპერტების ობიექტივიდან

სტატიაში პიტერ დინი, ღვინის ჟურნალისტი და მწერალი ბრიტანელი ღვინის ექსპერტების მიერ საქართველოში ერთკვირიანი ტურის შთაბეჭდილებებისა და მათ ქართული ღვინის შეფასებებზე წერს. მონაწილეები იყვნენ ეროვნული დისტრიბუტორის გაყიდვების დირექტორი, მსოფლიო დონის სასტუმრო ქსელის მთავარი სომელიე, ღვინის სპეციალისტი იორკშირიდან, ბუტიკური პლატფორმის დირექტორი და რესტორნისა და ღვინის მაღაზიის მფლობელი ჰოუვში.

სტატიაში განხილულია მათი შთაბეჭდილებები და კონკრეტული ღვინოები, რომლებმაც ექსპერტების ყურადღება მიიპყრო. ავტორი ასევე აღწერს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ღვინოების პოპულარიზება ბრიტანულ ბაზარზე.

პოლ მორგანი ჰოუვში მდებარე რესტორნის, ღვინის ბარისა და მაღაზიის მფლობელია, სადაც ბუნებრივი ღვინოების ფართო არჩევანს შეხვდებით. ის განსაკუთრებით დაინტერესდა Papari Valley Estate-ით, რომელიც ორგანულ მევენახეობას მისდევს. მისი ფავორიტი ღვინოებია: Rkatsiteli 2022, ქვევრი 21 : ქვევრში დავარგებული 3 თვის ჭაჭასთან კონტაქტით, ტროპიკული ხილისა და ჯინჯერის არომატებით. Rkatsiteli Rose 2023: საინტერესო ვარდისფერი ღვინო, რქაწითელისა და 20% მწვანეს ბლენდი. ფერმენტაციის პროცესში დაემატა 20 ლიტრი საფერავის დურდო: “ღვინო არის ნათელი,ხალისიანი, ძალიან კარგი და შთამბეჭდავი სტრუქტურით. აქვს ძალიან ხანგრძლივი დაბოლოება”.

სტატიაში ვკითხულობთ Solomnishvili Winery-ზეც, სადაც წელიწადში 20 000- 25 000 ბოთლს წარმოებენ.  პოლს განსაკუთრებით მოეწონა #22 Saperavi 2018, რომელიც ქვევრში დავარგების შემდეგ 18 თვის განმავლობაში ფრანგული მუხის კასრებში დაყოვნდა: “ღვინოს აქვს მდიდარი არომატები, შავი ხილისა და შავი წიწაკის ელფერით, მარწყვისა და შებოლილი ტონებით. ხასიათდება ძალიან ღრმა ფერით, გასაოცარი და კომპლექსური ბუკეთით, სიღრმითა და საინტერესო ტექსტურით”.

გასინჯეს ასევე “კასრელის” ღვინოები, განსაკუთრებით კი მოეწონათღ 2021 წლის ხიხვი რომელსაც დაბალანსებული გემო ჰქონდა და ტანინების სასიამოვნო დონე.

ლეონარდო ბარლონდი, The Dorchester-ის მთავარი სომელიე, რომელსაც ღვინის სფეროში მრავალი წლის გამოცდილება აქვს. Shilda Winery Saperavi (47 წლის): კასრში დავარგებული ღვინო შავი ქლიავის, მაყვლისა და შავი შოკოლადის ნოტებით, ძლიერი ტანინებით და ალკოჰოლის დაბალანსებული დონით. აქვს მუქი, ღრმა მეწამულის ფერი. Papari Valley, Rkatsiteli 2023: სამი თვის ჭაჭაზე დაყოვნებული ღვინო, რომელსაც აქვს ნუშის, თაფლისა და ტროპიკული ხილის ელფერი. მისი თქმით, ეს ღვინო „განსაკუთრებული ღირებულებით გამოირჩევა“. სტატიაში წერია ასევე Tiko Estate, Wild Shavkapito 2022-ზე: ქვევრში დავარგებული ღვინო წითელი ყვავილების არომატითა და მსუბუქი მჟავიანობით.

დევიდ არჩიბალდი, House of Townend-ის გაყიდვების დირექტორი აღნიშნავს, რომ ტურის შედეგად მას გაუჩნდა სურვილი, მეტი ყურადღება მიაქციოს ქართული ღვინოების პოპულარიზაციას ბრიტანულ ბაზარზე. მისი ფავორიტი ღვინოებია: Solomnishvili #22 Saperavi: აღფრთოვანებული იყო ღვინის სიღრმითა და საინტერესო ნოტებით. GWS Kitsi & Kitsnatsuri (Rkatsiteli): ღვინო, რომელიც გამოირჩევა ფორთოხლის ყვავილისა და თაფლის ტონებით. დეგუსტაციის დროს მისთვის გამორჩეული ღვინოები იყო ასევე Periani Saperavi და Solomoni Tsitska-Tsolikouri: “მინდა, რომ ქართული ღვინის წარმატების ნაწილი ვიყო დიდ ბრიტანეთში”. 

ლეს ჰოლი, The Wright Wine Company-ის კონსულტანტი. ლეს ჰოლი ბუნებრივ ღვინოებს ამჯობინებს და განსაკუთრებით Casreli-სა და Papari Valley-ს ღვინოები მოსწონს. მისი ფავორიტებია Casreli Tsangala Tetri Budeshuri/Chinuri: თაფლისა და მწვანე ვაშლის ნოტებით. ასევე Papari Valley Rkatsiteli/Mtsvane 2023: ღვინო, რომელსაც აღწერს, როგორც „ნაზი, ხილისა და ტროპიკული, სასიამოვნო ხასიათით“. Papari Valley Saperavi 2022: ეს ღვინო გამოირჩევა ძლიერი ტანინებითა და მწვანე წიწაკის ნოტებით.

სტატიაში ავტორი ხაზს უსვამს ქართული ღვინის კულტურულ და ენოლოგიურ უნიკალურობას. ბრიტანელმა ექსპერტებმა სათითაოდ შეაფასეს ქართული ღვინის მრავალფეროვნება, მათი წარმოების მეთოდი, ხარისხი. თითოეული მათგანი ამბობს, რომ გახდება ნაწილი ქართული ღვინის ინტეგრაციისა საერთაშორისო ბაზარზე და მის განვითარებას შეუწყობს ხელს. როგორც პოლ მორგანმა აღნიშნა, „ქართული ღვინო ისტორიულია, თუმცა თანამედროვე მოთხოვნებთანაც თანხვედრაშია“ - ვკითხულობთ სტატიაში.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული