Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკელი ღვინის იმპორტიორები საქართველოში

ამერიკელი ღვინის იმპორტიორების ჯგუფი, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ,,Marq Energie Consulting’’-ის დამფუძნებელ ჯული პეტერსონის ხელმძღვანელობით საქართველოში იმყოფებოდა.

იმპორტიორებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია (Speed Tasting) წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც 25 მწარმოებლის ღვინო დააგემოვნეს.

კახეთში იმპორტიორები ასევე დეგუსტაციის შედეგად შერჩეულ ღვინის კომპანიებსა და მცირე მარნებს ეწვივნენ. თბილისში კი, ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში მეწარმეებს შეხვდნენ, სადაც აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და დამკვიდრების გზებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

ტურის ფარგლებში სტუმრები თბილისში „ახალი ღვინის ფესტივალს“ და ბუნებრივი ღვინოების ფესტივალს Zero Compromise დაესწრნენ.

ჯული პეტერსონს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი შეხვდა, სადაც განხილული იყო ქართული ღვინის ექსპორტის პერსპექტივები აშშ-ს ბაზარზე. გასულ წლებში აშშ გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ღვინის მოხმარების ბაზრის კვლევების თანახმად, აშშ-ში წლის განმავლობაში 3 მლრდ. ლიტრზე მეტი ღვინო მოიხმარება, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, ქართული ღვინის ექსპორტი იყოს მზარდი აშშ-ს ბაზარზე. 2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 106 ათასამდე ბოთლი, რაც 4%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.