Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2011 წლის უდიდესი ღვინის აუქციონი

ჰონკონგში დასრულდა მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური ღვინის აუქციონი, რომელზეც ლოტებად გამოტანილი იყო იშვიათი ფრანგული ღვინოები. აუქციონის მოგებამ 14,5 მილიონი დოლარი შეადგინა. ლოტებს შორის აღმოჩნდა ბურგუნდიული ღვინოების ცნობილი კოლექციონერის, დონ სკოტის ღვინოებიც. ორგანიზატორებმა მის კოლექციას "დიდ ბურგუნდიულ ღვინოთა ცნობარიც" კი უწოდეს. აღსანიშნავია, რომ ლოტების 98% უკვე აუციონის პირველ ორ დღეშივე გაიყიდა. აუქციონის საინტერესო სიახლედ კი ელიტური ფრანგული ღვინოებისადმი ჩინელი მყიდველების გაზრდილი ინტერესი იქცა. როგორც ჩანს, ევროზონაში არსებული ეკონომიკური კრიზისი და თვით ჩინეთში არსებული ინფლაცია ძვირადღირებული ღვინის ბაზარზე არ მოქმედებს. აუქციონის ორგანიზატორი კომპანიის, Acker Merrall & Condit-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აუქციონის მსვლელობისას, ლოტებზე ვაჭრობის თვალსაზრისით, 145 მსოფლიო რეკორდი დამყარდა. აუქციონის ვარსკვლავად 1990 წლის La Tache от Romanee Contiიქცა, რომელიც ლოტიდან 68 821დოლარად მოიხსნა. რეკორდული იყო Georges Roumier Musigny-ც, რომლის 1978 წლის მოსავლის 6 ბოთლი 59,6 ათას დოლარად გაიყიდა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.