გამოქვეყნებულია: 31 მარტი, 2014 - 00:14
ხვალ, 1 აპრილს, 19:00–ზე, ღვინის კლუბში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან დავითაშვილი ისაუბრებს 29-30 მარტს თბილისში გამართულ ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე და ღვინის ტურიზმის თანამედროვე მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე საქართველოში. ლექციის სახელწოდებაა – საქართველოს ღვინის ტურიზმი – თანამედროვე მდგომარეობა და მომავლის პერსპექტივები.
შეხვედრა გაიმართება ეროვნული ბიბლიოთეკის 3 კორპუსის მთავარ აუდიტორიაში.
დასაწყისი 19:00 სთ-ზე.
დასწრება სასარგებლოა :)
თქვენი კომენტარი