Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ისტორიის ფონდის პრეზენტაცია

დღეს, 30 სექტემბერს, 17:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც ჩაატარებენ პროფესორი პიტერ მაკგოვერნი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი.

2008 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით დაფუძნდა "ღვინის ისტორიის ფონდი _ საქართველო ღვინის სამშობლო".

ფონდის მიზანია ღვინის ისტორიასთან დაკავშირებული კვლევების ხელშეწყობა, საქართველოს, როგორც უძველესი მეღვინეობის ქვეყნის წარმორჩენა. ქართული კულტურის, მათ შორის მეღვინეობის პოპულარიზაცია, ასევე ღვინის წარმოების და მოხმარების კულტურის ამაღლების ხელშეწყობა.

ღვინის ისტორიის ფონდის ეგიდით 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოს ეწვევა პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი ანთროპოლოგიაში პატრიკ მაკგოვერნი, რომელიც 30 სექტემბერს, 18.00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წაიკითხავს ლექციას "ღვინო და ვაზი: ღვინის კულტურის არქეოლოგიური და ქიმიური კვლევა".

ღვინის ისტორიის ფონდი მომავალშიც შეუწყობს ხელს უცხოელი სპეციალისტების შეხვედრების ორგანიზებას ქართველ მკვლევარებთან, ასევე გეგმავს კონსულტაციებს ღვინის კომპანიებთან, ღვინის კონკურსების, კონფერენციების, სემინარებისა და დისკუსიების ორგანიზებას. გარდა ღვინის კულტურის პოლულარიზაციისა, ღვინის ისტორიის ფონდი მნიშვნელოვნად დაეხმარება მეცნიერულ კვლევებს, მათ შორის არქეოლოგიურ სამუშაოს.

"ჯი-ეიჩ-ენი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.