Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი

ღვინის ისტორიის ფონდი, 9-10 მაისს, თბილისში ქართული ღვინის ეროვნულ კონკურსს ატარებს,"საქართველო ღვინის სამშობლო",რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ღვინის წარმოებაში ხარისხის ზრდას და ღვინის კულტურისა და მოხმარების პოპულარიზციას.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი უკვე ტრადიციულ ღონისძიებად იქცა და სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება როგორც მონაწილეთა, ისე საკონკურსი ნიმუშების მიხედვით. ხოლო ის ფაქტი, რომ ქართული ღვინის წარმოებაში ბოლო დროს დადებითი ტენდენციები შეინიშნება, ამაში ქართული ღვინის ეროვნულმა კონკურსმაც შეიტანა თავისი წვლილი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა განაცხადი და საკონკურსო ნიმუშები უნდა წარმოადგინონ საორგანიზაციო კომიტეტში -  ქ. თბილისი, მურმან ლებანიძის ქ. 17, Maritime House,მე-5 სართული. თითოეული სახეობის საკონკურსოდ წარმოდგენის ღირებულება შეადგენს 70 ლარს.

ღვინის მწარმოებელი კომპანიის მიერ საკონკურსოდ  წარმოდგენილ  თითოეულ  სახეობას თან  უნდა ახლდეს ღვინის  ნიმუში (ერთი ბოთლის ოდენობით) და ღვინის სახეობის  რეგისტრაციის ფორმა ქართულ და ინგლისურ ენაზე. წარმოდგენილი ნიმუშების მიხედვით კონკურსის საორგანიზაციო კომისიის მიერ  საცალო რეალიზაციის ქსელში (ან ქართულ ბაზარზე რეალიზაციის არარსებობის შემთხვევაში მონაწილე კომპანიის საწყობში) შეძენილი იქნება სადეგუსტაციო ნიმუშები: თითო სახეობაზე სამი ბოთლის ოდენობით.

კონკურსი ჩატარდება შემდეგი ნომინაციების მიხედვით:თეთრი მშრალი ღვინო დავარგების გარეშე,თეთრი, მშრალი დავარგებული ღვინო, თეთრი ღვინო მშრალი კახური, თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო, საფერავი, წითელი  მშრალი  ღვინო დავარგების გარეშე, წითელი მშრალი დავარგებული  ღვინო, წითელი ნახევრადმშრალი ღვინო, წითელი ნახევრადტკბილი ღვინო, ვარდისფერი მშრალი, ვარდისფერი ნახევრად მშრალი, ჭაჭა, ცქრიალა ღვინო, ბრენდი.

წარმოდგენილი ღვინოების დეგუსტაცია და შეფასება მოხდება “ბრმა მეთოდით" კომპეტენტური ჟიურის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია ცნობილი ღვინის ექსპერტებით დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან. ჟიურის შემადგენლობა კი ასეთია: თავმჯდომარე - ანა გოდაბრელიძე (საქართველო),წევრები: ნატაშა ჰიუსი (დიდი ბრიტანეთი), ჯონ სალვი (საფრანგეთი), ვოჟეკ ბოსაკი (პოლონეთი), ალექს ბისლერი (გერმანია) და გიორგი სამანიშვილი (საქართველო).

გამარჯვებული ღვინოები დაჯილდოვდებიან  გრან-პრით, ოქროს და ვერცხლის მედლებით. გამარჯვებული ღვინოების დასახელება და დაჯილდოება მოხდება ჟიურის მიერ საზეიმო გალა-ვახშამზე.

კონკურსი “საქართველო ღვინის სამშობლო” ხორციელდება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტისა" და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



მარაზმია რა, 12 ში ახალი ღვინის ფესტივალია და ესენი 10 ში რაღაც ეპოტინებიანვერ მივხვდი. ვინ იცის რამხელა თანხაა გამოიყოფილი ამ ყველაფრისთვის და არ ჯობდა ძალების გაერთიანება და ერთი კარგი ფესტივალი ჩატარება?


ეს ეროვნული კონკურსი ბოლო წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ახალი ღვინის ფესტივალს ხელს არაფერში არ უშლის. ჯერ ერთი - კონკურსის ფორმატითაა, მეორეც - ყველასთვის ღია არ არის. ახალი ღვინის ფესტივალზე კი მედლები არ თამაშდება, ფორმატი და განწყობა არის საფესტივალო, ამავე დროს, ყველას უფასოდ შეუძლია მოსვლა სტუმრის სტატუსით. მე მიმაჩნია, რომ პირიქით - ძალიან კარგია, ახალი ღვინის ფესტივალის წინა დღეებში, რომ ტარდება. ერთგვარად ღვინის კვირეული გამოვა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბათუმში ოჯახური ღვინოების ფესტივალიც იმართება ხოლმე დაახლოებით ამ პერიოდში და ასე თუ მივყევით მაისი ღვინისძიებებით ერთობ დატვირთული თვე გამოდის.


პირიქით, ამ ღონისძიებისთვის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი ჩამოდის, რომლებიც საკუთარი თვალით ნახავენ ნამდვილ ქართულ ღვინის დღესასწაულს, ახალი ღვინის ფესტივალს :) კარგია, რომ ორგანიზატორებმა ასე დაამთხვიეს.



ღონისძიებაში ქვევრის ღვინის ნომინაცია არ არის და რაშია საქმე? სპეციალურადაა თუ გამორჩათ? და თუ გამორჩათ რატომ "ევროპული" არ გამორჩათ?


"თეთრი ღვინო მშრალი კახური", ალბათ ამაში იგულისხმება. თუმცა გეთანხმები, აუცილებლად ცალკე გამოსაყოფი ნომინაციაა. რადგან ბაზარზე ქვევრის ღვინო ქართლისაც არის, იმერეთისაც და უკვე გურიისაც კი :)



:-)))


ზურა ეს :–))) კარგი თუ ცუდი? :)


ისე ნუ მოვიქცევით,რომ "ვარდობისთვე"- ღვინობისთვედ" ვაქციოთ!:))) ცოტა არ იყოს გასაკვირი და სამწუხაროა ქვევრის ნომინაციის არარსებობა!მით უფრო კონკურსის ჟიური ღვინის ცნობილი ექსპერტებითაა დაკომპლექტებული.ნუთუ "თეთრ მშრალ კახურსა" და ქვევრის ღვინოს შორის სულ ცოტა "სხვაობაც" არ არის?! რატომ უშვებთ ასეთ შანსს ხელიდან?! კონკურსგარეშე მაინც გაეტანათ - "ქვევრი",რომ ციდან ჩამოვარდნილი არ ეგონოს ვინმეს?!


:-)) მეგონა ნიშნავდა თანხმობას ჩემამდე ნათქვამი ბოლო კომენტარის ბოლო წინადადებაზე. შემდეგში ავხსნი ხოლმე.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული