Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცხვრის ხორცი ტუნისურად

საჭირო მასალა: 1 კგ ცხვრის ხორცი, 1-2 თავი ხახვი, 4 კბილი ნიორი, 2 სმ ნედლი ჯანჯაფილის ნაჭერი, 1 კონა ისპანახი, 1 ჭიქა ბულგური, 1 ლ ქათმის ბულიონი, 2 ჩ.კ. ძირა, 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი, 1 ჩ.კ. ხმელი ბეგქონდარა, 3 ს.კ. ტომატპასტა, 1 ჭიქა ფქვილი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.
მომზადება: პატარა ნაჭრებად დაჭრილი ხორცი და ფქვილი ცელოფანის პარკში მოვათავსოთ და კარგად შევანჯღრიოთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და დავაყაროთ ხორცი. ზედმეტი ფქვილი გადავყაროთ. 15 წუთის განმავლობაში ყველა მხრიდან შევწვათ. ამოვიღოთ ხორცი, ტაფაში ჩავუმატოთ ზეთი და მოვშუშოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, ნიორი, 2-3 კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი და დანაყილი სანელებლები. დავასხათ ბულიონის ნახევარი, დავუმატოთ ტომატპასტა და ხორცი. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ტაფას დავახუროთ სახურავი და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, სანამ ხორცი არ მომზადდება. შემდეგ დავასხათ დანარჩენი ბულიონი, მივიყვანოთ ადუღებამდე, დავაყაროთ ბულგური და მსხვილად დაჭრილი ისპანახი. ტაფას კვლავ დავახუროთ სახურავი და 15 წუთი დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ.


© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული