Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მევენახეობით დაინტერესებული ქალები ღვინის კლუბის სკოლაში

საქართველოს ღვინის კლუბის სკოლის მევენახეობის  სასწავლო კურსის სერტიფიცირებულ მონაწილეთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ. 

ტრენინგები მევენახეობაში 4-5 აპრილს ჩატარდა ღვინის ეროვნულ სააგენტოში და მას უძღვებოდა მევენახე და მეღვინე, იაგო ბიტარიშვილი. სასწავლო კურსზე განხილული იყო შემდეგი თემები - ბიომეურნეობის რაობა, მისი ძირითადი პრინციპები, ვაზის გასხვლა-ფორმირება, ეკოლოგიურ მევენახეობაში ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების გზები, ნიადაგის ზედაპირის მულჩირება, მცენარეთა დაცვის ბიომეთოდების გამოყენება მევენახეობაში და სხვ. 

სასწავლო პროგრამა ითვალისწინებდა ნებაყოფლობით სერტიფიცირებასაც, რისთვისაც ორდღიანი ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებმა გაიარეს ტესტირება. ღვინის კლუბის სკოლის უახლეს სასწავლო პრაქტიკაზე დაკვირვებით, ბოლო დროს შეინიშნებოდა ქალთა მზარდი ინტერესი ისეთი თემებისადმი, როგორიცაა - ღვინის დაგემოვნება, ღვინისა და კერძის შეხამება. მევენახეობის სპეციფიკური ტექნილოგიური და ტექნიკური პრობლემებით ქალთა დაინტერესების ფაქტი შესაძლოა, საინტერესო სამომავლო ტენდენციების ნიშანი იყოს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ღვინის კლუბის სკოლა ფუნქციონირებს 2012 წლიდან და დაარსების დღიდან დღემდე უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამების ფარგლებში გადამზადებული ჰყავს, დაახლოებით, 400 ადამიანი. თავდაპირველად ის USAID-ის პროგრამა EPI-ს ფარგლებში მუშაობდა, წელს კი მისი მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო. პროგრამაში რეგისტრაციის მსურველთა რიცხვი წელს უპრეცედენტოდ მაღალი იყო, რის გამოც ყველა მსურველის მოთხოვნა მონაწილეობის შესახებ ვერ დაკმაყოფილდა. ტრენინგები 2015 წლის მანძილზე გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით - როგორ დავაგემოვნოთ ღვინო, ღვინის შეთავაზება და მომსახურება, მეღვინეობა, მევენახეობა, ღვინის ზადები და დაავადებები, ღვინისა და კერძის შეხამება. 

შემდეგი ტრენინგი, რომელიც ღვინის დაგემოვნების სპეციფიკას შეეხება, ჩატარდება 18-19 აპრილს და მას გაუძღვება საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი - მალხაზ ხარბედია. 

© ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ტრენინგის შემდეგ

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.