Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართულ ღვინოზე ჟურნალ Food and Wine-ში სტატია გამოქვეყნდება

ოქტომბერში, ამერიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოცემაში - Food and Wine - ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდება. ამ მიზნით, საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით ჟურნალ Food and Wine-ის აღმასრულებელი რედაქტორი რეი აილი (Ray Isle) და ჟურნალის ფოტოგრაფები იმყოფებოდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში, Food and Wine-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა  ღვინის მწარმოებელი მცირე და დიდი მარნები ქართლსა და კახეთში მოინახულა და ქართული ღვინის კულტურას, ტრადიციებსა და ქართულ სამზარეულოს გაეცნო.

რეი აილის განცხადებით, მისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციის გაცნობა. მისი თქმით, სტატია შეეხება როგორც ქართულ  ღვინოს, ასევე ქართული ღვინისა და კერძების შეხამებას. ის დიდი ხანია  ღვინოზე წერს. ამერიკის სომელიეთა და რესტორნების საზოგადოებაში ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ბოლო 4-5 წელია გაჩნდა. ქართული ღვინო გასინჯული ჰქონდა, მაგრამ  საქართველოში პირველადაა და როგორც თავად აცხადებს, აშშ-ში დიდი შთაბეჭდილებებით ბრუნდება.

"ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინე, ყველაზე დიდი აღმოჩენა კი ადამიანებია, აქაური კულტურა, ხალხი ძალიან თბილი და სტუმართმოყვარეა, გახსნილია ვიზიტორებისთვის, რომლებიც საქართველოში მის შესაცნობად ჩამოდიან, რითაც საქართველომ უნდა იამაყოს. აღმოვაჩინე, რომ აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, სადღეგრძელოების ტრადიცია, სტუმრის პატივისცემა, მიპატიჟება, ასეთი რამ შეერთებულ შტატებში არ არის,  სასიამოვნოა იყო ამ ყველაფრის ნაწილი" - განაცხადა მან.

Food and Wine-ში ქართული ღვინის შესახებ სტატიის გამოქვეყნება მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის მსოფლიო მასშტაბით, ვინაიდან ჟურნალის ბეჭდური ვერსიის ტირაჟი შეადგენს 925 ათასს თვეში, ხოლო მიმდევარი სოციალურ მედიაში 2,3 მილიონს აჭარბებს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული