Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზის გრატენი ისპანახით

საჭირო მასალა: 1 კგ ახალი ისპანახი, 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 1 ს.კ. ზეთი, 150 მლ რძე, 3 ცალი კვერცხი, 650 გ თევზის ფილე, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 50 გ გახეხილი ყველი გაუდა, მარილი, წიწაკა, ჯავზი – გემოვნებით.

მომზადება: ისპანახი გავარჩიოთ, გავრეცხოთ და დავდოთ საწურზე, რომ დაიწრიტოს. ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ხახვი, ნიორი და მოვშუშოთ. დავუმატოთ ისპანახი, დავახუროთ სახურავი და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ. შევანელოთ მარილით, წიწაკითა და ჯავზით. ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუსზე. კვერცხი და რძე გავთქვიფოთ, დავუმატოთ მარილი. თევზის ფილე ოთხ ნაწილად გავყოთ და მარილი მოვაყაროთ. ისპანახი ოთხ პატარა საცხობ ფორმაში მოვათავსოთ, თითოეულში ჩავდოთ თითო თევზის ნაჭერი და გათქვეფილი კვერცხი მოვასხათ. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი და 20 წუთის განმავლობაში შევდგათ ღუმელში.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული