Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოს უძველესი ვისკი დღესასწაულისას მოიპარეს

ალკოჰოლური სასმელების იმპორტიორი შვედური ფირმის Symposion International-ის მიერ შეძენილი მსოფლიოში უძველესი ვისკის -  Mortlach 70 Year Old ორი ცალი 700 მილილიტრიანი და სამი ცალი 200 მილილიტრიანი ბოთლი ახლახან სტოკჰოლმში გამართულ ლუდისა და ვისკის ფესტივალზე გამოფინეს, საიდანაც ღონისძიების დასასრულს ერთი პატარა ბოთლი დაიკარგა. ერთი შეხედვით, ვისკის 200 მილილიტრიანი ბოთლის დაკარგვა ამხელა ყურადღებას არც უნდა იმსახურებდეს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მინის პატარა ჭურჭელში მსოფლიოს უძველესი, 70 წლის ვისკი ინახებოდა, ასეთი აჟიოტაჟი არაა გასაკვირი. კომპანიამ პრესას ინციდენტის ყველა დეტალი გაუმხილა იმ იმედით, რომ ჟურნალისტები დაკარგულის მოძიებაში დაეხმარებოდნენ. ვარაუდობენ, რომ 6 ათასი დოლარის ღირებულების ვისკი მოიპარა ბოროტმოქმედმა, რომელიც მშვენივრად აცნობიერებდა მის ფასეულობას - გამტაცებელმა იცოდა, რასაც ეძებდა და არც საგამოფენო დარბაზში ორიენტირება უჭირდა. ვისკი სასაჩუქრე შეფუთვით მოიპარეს, თუმცა ბოროტმოქმედმა ყუთი იქვე დატოვა. ეს იშვიათი ვისკი შეზღუდული რაოდენობით არის ჩამოსხმული და მისი გასაყიდი ფასი სულაც არ არის უსამართლოდ მაღალი, იგივე ვისკი 700 მილილიტრიან ბოთლებში 16 ათას დოლარადაა შეფასებული.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული