Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქალების წინსვლა ღვინის სამყაროში: ბარიერები და ახალი შესაძლებლობები

მარტი, როგორც იცით, ქალების თვეა. ამ სტატიაში ამერიკელი ქალი მეღვინეების გამოცდილების შესახებ გიამბობთ. რა დაბრკოლებები ჰქონიათ, რა გამოწვევებს შეხვედრიან ცხოვრებაში და ამ ყველაფერმა როგორი გავლენა მოახდინა მათზე.

ღვინის ინდუსტრია, რომელიც ტრადიციულად მამაკაცთა დომინირების სფეროდ ითვლებოდა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ქალებმა არაერთ მნიშვნელოვან პოზიციას მიაღწიეს როგორც მეღვინეობაში, ასევე მენეჯმენტში. მიუხედავად იმისა, რომ მათი რიცხვი იზრდება, ლიდერობის უმეტესი პოზიციები კვლავ მამაკაცების ხელში რჩება. ამ სტატიაში განვიხილავთ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგანან ქალები ღვინის ინდუსტრიაში და ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ძლევენ ქალები ამ დაბრკოლებებს.

ქალების ზრდადი როლი ღვინის ინდუსტრიაში

ამერიკის ღვინის ინდუსტრიაში ქალებზე ზუსტი სტატისტიკური მონაცემები ცოტაა, მაგრამ ტენდენცია ცხადია: ბოლო თაობებში ქალები წარმატებით ვითარდებიან როგორც მეღვინეები, სომელიეები, მენეჯერები, კრიტიკოსები და ღვინის განათლების სფეროს წარმომადგენლები. კალიფორნიის უნივერსიტეტის (UC Davis) ვიტიკულტურისა და ენოლოგიის პროგრამის მონაცემებით, 1990-იანი წლებიდან კურსდამთავრებულების თითქმის ნახევარი ქალები იყვნენ, ხოლო ბოლო ათწლეულში ქალთა რაოდენობამ კაცებსაც გადააჭარბა.

მიუხედავად ამისა, 2020 წლის მონაცემებით, კალიფორნიის დაახლოებით 4200 მეღვინეობიდან მხოლოდ 14%-ს ჰყავდა ქალი მთავარი მეღვინე, რაც 2011 წლის 10%-თან შედარებით უმნიშვნელო ზრდაა. ასევე, ამერიკაში 171 ოსტატი-სომელიედან მხოლოდ 25 არის ქალი.

მთავარი გამოწვევები

ღვინის სფეროში ქალებისთვის ფიზიკური დაბრკოლებები თითქმის არ არსებობს. როგორც ჯილ ზიმორსკი, ოსტატი-სომელიე და დე პოლის უნივერსიტეტის ლექტორი აღნიშნავს, ქალებს აქვთ უნარი, შეასრულონ მძიმე სამუშაო, განახორციელონ რთული ტრანსპორტირება და გაუძლონ დატვირთულ სამუშაო გრაფიკს. რეალური გამოწვევები უფრო ღრმაა და მოიცავს სქესობრივ დისკრიმინაციას, მენეჯმენტში შეზღუდულ წარმოდგენას, ანაზღაურების უთანასწორობასა და ოჯახურ ცხოვრებასთან შეუსაბამო სამუშაო პირობებს.

Chicago tribune სტატიის ავტორი ოთხ ქალს ესაუბრა, რომლებიც ღვინის ინდუსტრიაში სხვადასხვა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ და მათი დაძლევა შეძლეს:

    •რეიჩელ დრაივერ სპეკანი, Maverick Beverage Company-ის პორტფელის მენეჯერი, რომელიც კარიერას ორი შვილის აღზრდასთან ერთად განაგრძობს. მან ღვინის ბიზნესში ოჯახის შექმნის სირთულეებზე, ანაზღაურების უთანასწორობაზე და კარიერულ წინსვლაზე ისაუბრა: “ქალებს კარიერულ წინსვლაში სირთულეები ნამდვილად აქვთ, განსაკუთრებით კი სამსახურის მიღების, ნდობის საკითხებში. თითქოს ჩვენთვის უფრო რთულია დაწინაურება, ხელფასის მომატება, კარიერული წინსვლა, რადგან ბევრისთვის “ქალი მეღვინე” ან “ქალი ექსპერტი” ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ცხადია, ამ საკითხს მუშაობა სჭირდება.”

    •რეჯინ რუსო, Shall We Wine-ის დამფუძნებელი და მედიაპერსონა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ინდუსტრიაში ფერადკანიან ქალთა დაბალი წარმომადგენლობის შესახებ. რუსო აღნიშნავს, რომ როგორც ფერადნკანიან ქალს ღვინის ინდუსტრიაში მოუწია როგორც სექსიზმთან, ასევე რასიზმთან გამკლავება: “დღეს ქალს ღვინის სფეროში უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ. მათ შორის მეწარმეობაში, მართვისა და ორგანიზების სკითხებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის ხელის შეწყობა და მხარდაჭერა, რაც ქალებს უფრო მეტად გვაძლიერებს”.

    •ალპანა სინგი, ყოფილი ოსტატი-სომელიე და Alpana Restaurant-ის მფლობელი, რომელიც 2020 წელს Court of Master Sommeliers-ის სკანდალის ფონზე ორგანიზაცია დატოვა. მან ინდუსტრიის სექსისტურ სტრუქტურაზე და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ საკუთარ ბრძოლაზე ისაუბრა.როგორც ის ამბობს, ასეთ საკითხებზე გამოხმაურება არასაკმარისია: "თითქოს გაცვეთილი თემაა უკვე, ასეთ საკითხებზე სერიოზულად ყურადრებას არავინ ამახვილებს, რაც ძალიან არასწორია ჩვენთვის, ქალებისთვის, რომელთათვისაც წარმატების გზა ბევრად უფრო რთულია გასავლელია"

    •    ჯილ ზიმორსკი, ოსტატი-სომელიე და ღვინის განათლების სფეროს წარმომადგენელი, რომელიც Court of Master Sommeliers-ის სკანდალების ფონზე ორგანიზაციის მიმართ ნდობის დაკარგვასა და მენტორობის მნიშვნელობაზე საუბრობს: “ფერადკანიანი იამაიკელი ქალი იყო სწორედ ის ადამიანი ჩემთვის, რომელმაც ძალიან დიდი მოტივაცია მომცა ჩემს კარიერაში. ნელ-ნელა ვისწავლე, რომ როგორც ქალი ყოველთვის საკუთარი თავის  დაცვა უნდა შემეძლოს რადგან ჩვენ ბევრად მეტი ენერგიის ჩადება გვჭირდება ყველა იმ საფეხურამდე ასასვლელად, რასაც მამაკაცები უფრო მარტივად აღწევენ”.

ბოლო წლებში ქალები ღვინის ინდუსტრიაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენენ, მაგრამ თითოეულ მათგანს დაბრკოლებებისა და ბარიერების გადალახვა უწევთ. მიუხედავად ამისა, ქალები აგრძელებენ გზის გაკვალვას მომავალი თაობებისთვის, ქმნიან ახალ შესაძლებლობებს და ერთიანდებიან ინდუსტრიის დინამიკური განვითარებისთვის.

ცხადია, რომ მეტი ინკლუზიურობა, თანასწორობა და მხარდაჭერა არა მხოლოდ ქალი მეღვინეებისთვიუს, არამედ მთლიანად ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის აუცილებელია.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული