Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო ვერგილიუსისაგან

 
იტალიელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს, წითელი ღვინო იმ მეთოდით დააყენონ, რომელიც რომაელ პოეტს, ვერგილიუსს აქვს აღწერილი. ექსპერიმენტს კატანიის უნივერსიტეტისა და იტალიის ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამშრომლები სიცილიაზე ჩაატარებენ. მეცნიერებმა კატანიის მახლობლად ვენახი უკვე გააშენეს და უახლოეს 4 წელიწადში მოსავალსაც ელიან. მათი ძირითადი სახელმძღვანელო იქნება ვერგილიუსის “გეორგიკები” და ძველი რომაელი ავტორის - კოლუმელას ტრაქტატი სოფლის მეურნეობის შესახებ. იმისათვის, რომ ღვინო სწორედ ისეთი გამოვიდეს, როგორსაც ძველი რომაელები აღწერდნენ, მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ნიადაგის გასანოყიერებლად თანამედროვე ქიმიკატები არ გამოიყენონ, მიწასაც ხის იარაღებით დაამუშავებენ, ვაზსაც ხის სარებზე მიაბამენ, ღვინო კი მიწაში ჩაფლულ და თაფლის ფიჭით დალუქულ თიხის ჭურჭელში დადუღდება. მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ ღვინის დაყენებისას არ გამოიყენებენ ხელოვნურ დანამატებსა და არომატიზატორებს. “რომაელები ღვინოს დასატკბობად თაფლსა და წყალს უმატებდნენ. მჟავე ღვინოს მონებისათვის ინახავდნენ, ტკბილს კი წარჩინებულთათვის ამზადებდნენ. ჩვენ შევეცდებით ორივე სახის ღვინო დავაყენოთ,” – განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მარიო ინდელიკატომ. ძველი რომაული ტიპის ღვინის დაყენებაში მეცნიერებს ხელი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ არასწორად შერჩეულმა ყურძნის ჯიშმა შეუშალოს. “კოლუმელა თავის ნაშრომში 50-მდე სახეობის ვაზს ასახელებს. ჩვენ კი მხოლოდ ვვარაუდობთ, თუ რომელი თანამედროვე სახეობა შეესაბამება მათ,” – სინანულით აღნიშნავს ბატონი ინდელიკატო.  
 
© ღვინის კლუბი/Weekend
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.