Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნარინჯისფერი მომავალი – ქართული ღვინის მომავალი

„ნარინჯისფერი ღვინო – რატომ უნდა დავლიოთ ყველამ ეს ღვინო 2017 წელს“, ასეთი სათაურით გამოაქვეყნა 2 დღის წინ სტატია ბრიტანულმა The Independent–მა.

Orange-ის ბუმი უკვე კარგა ხანია დაიწყო და ამ სტილის ღვინოებზე, როგორც ხედავთ, უკვე არამხოლოდ სპეციალური გამოცემები, არამედ Independent–იც წერს, თანაც კარგა ხანია. ეგ კიარა, მეორე დღესვე ამ სტატიაზე დაყრდნობით ტაბლოიდმა The Sun ასევე მოამზადა პუბლიკაცია და სათაურად დაარქვა – The Future Is Orange, „ნარინჯისფერი მომავალი“, სადაც ცხადია საქართველო და ჩვენი მეღვინეობის რამდენიმეათასწლოვანი ტრადიციაცაა ნახსენები, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ "ნარინჯისფერის" თანამედროვე ისტორია 2000 წლიდან იწყება, როდესაც იოშკო გრავნერმა ქართულ ქვევრებში დააყენა ამ სტილის ღვინოებიო.

მოგეხსენებათ, "ნარინჯისფერს" ჭაჭაზე და კლერტზე დავარგებულ ღვინოს უწოდებენ დასავლეთში. ჩვენ, ვინც უფრო ქარვისფერს ვუწოდებდით ასეთ ღვინოს, რა თქმა უნდა გვეღიმება სახელწოდებაზე, Orange–ზე, მაგრამ ვინ ჩივის, მთავარია, რომ ჩვენებური ქვევრის ღვინო და მისი უცხოელი თანამოძმეები სულ უფრო პოპულარული ხდებიან მსოფლიოში.

„ესაა თეთრი ღვინო, რომელიც წითელი ღვინოსავით დააყენეს, მისი განსაკუთრებული ფერი კი თეთრი ვაზის ჯიშის კანიდან მოდის, იგი დიდხანს დატოვეს წვენთან, ტანინების მისაღებად“, წერს ავტორი. სტატიაში სხვა შეფასებებსაც შევხვდებით: მაგ. „მეოთხე ღვინო“ (თეთრის, ვარდისფერისა და წითლის შემდეგ).

ასევე ხაზი ესმება იმასაც, რომ ასეთი ღვინის დაყენებისას იშვიათადად იყენებენ კულტურულ საფუარს, რომ მას გამორჩეული, განსაკუთრებული არომატები აქვს, და რომ იგი შესანიშნავად იხდენს მაროკოულ, ეთიოპურ, ინდურ, ირანულ სამზარეულოს.

იმედია მალე ასეთ ჩამონათვალებში ქართული სამზარეულოც შევა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული