Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩრდილოაფრიკული წიწაკის სოუსი ”ჰარისა”

საჭირო მასალა: 6-8 ცალი წიწაკა ჩილი (შეიძლება ნებისმიერი სხვა ჯიშის გამშრალი ცხარე წიწაკა), 1 ცალი ტკბილი წითელი წიწაკა, 1 ს.კ. ქინძის თესლი, 1 ს.კ. ძირა, 1 ს.კ. კამის თესლი, 3 კბილი დანაყილი ნიორი, 0,5 ჩ.კ. მარილი, 0,5 ჩ.კ. პაპრიკა, 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი.

მომზადება: ცხარე წიწაკებს დავაჭრათ ყუნწები, დავამატოთ მარილი, ძირა, ქინძის თესლი, კამის თესლი და დავნაყოთ, სანამ კარგად არ დაიფქვება. თუ წიწაკა კარგად არის გამომშალი, შეგვიძლია საფქვავშიც დავფქვათ. ტკბილი წიწაკა გავარჩიოთ, გამოვაცალოთ თესლი და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ცალკე ცოტა მარილთან ერთად დავნაყოთ ნიორი.  ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს და დავასხათ ზეთი. 12 საათის შემდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ თევზისა და ხორცის კერძების შესანელებლად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული