Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კექსი ბუსტუღის თხილით

საჭირო მასალა: 150 გ დარბილებული კარაქი, 150 გ შაქარი, 150 გ ფქვილი, 3 კვერცხი, 1 ჩ.კ. საცხობი ფხვნილი (გამაფხვიერებელი), 180 გ ბუსტუღის თხილი, 60 გ ალუბლის ჩირი, 4 ს.კ. ბრენდი, 2 ს.კ. ალუბლის ჯემი.

მომზადება: ალუბალს დავასხათ ბრენდი და გავაჩეროთ 1-2 საათი. შაქარი და კარაქი გავთქვიფოთ. დავუმატოთ კვერცხი და გაცრილი ფქვილი საცხობ ფხვნილთან ერთად. შევურიოთ 120 გ დაფქული და 60 გ მთელ-მთელი ფუსტუღის თხილი. ცომის ნახევარი მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში, მოვაყაროთ ალუბალი და ზემოდან ცომის მეორე ნაწილი დავადოთ. შევდგათ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 45-50 წუთის განმავლობაში. მზა კექსს წავუსვათ ალუბლის ჯემში არეული ბრენდი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.