Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მცირე მარნების მხარდასაჭერად ღვინის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

დღეს, 27 აპრილს მცირე მარნების მხარდასაჭერად ღვინის გამოფენა-გაყიდვა GT Vinea-ში გაიმართა. როგორც ღვინის მწარმოებლები გვიამბობენ, მცირე მარნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ასეთი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.

გამოფენაზე სტუმრებს შეეძლოთ 27 მარნის სხვადასხვა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის დაჭაშნიკება, მეღვინეებთან საუბარი, წარმოების პროცესის დეტალური გაცნობა და ა.შ. როგორც “გიორგი რევაზაშვილის მარნიდან” აღნიშნავენ, ეს გამოფენა წლევანდელი ფესტივალების დასაწყისი იყო: “ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ გამოფენაზე ვიღებ მონაწილეობას, ჩემს კუთხეს წარმოვადგენ და ქართველ და უცხოელ სტუმრებს ჩემს პროდუქტს ვაცნობ”.

Dalie’s Wine მცირე მარანია კახეთიდან, გამოფენაზე რქაწითელი, საფერავი და ალადასტური წარმოადგინეს: “ჩვენ კახური ღვინოები გვაქვს, მშრალი, ნაწილი ქვევრშია დავარგებული, ნაწილი - არა. პროდუქციიდან ყველაზე მეტად ყოველთვის რქაწითელი უფრო მოსწონთ ხოლმე, დღესაც ყველაზე პოპულარული ღვინო რქაწითელი აღმოჩნდა”.

გამოფენაზე სხვადასხვა რეგიონის მეღვინეობები იყო წარმოდგენილი,  “ჭალელი” ქართლის მარანია, გამოფენაზე წარმოდგენილი ჰქონდათ ჩინური-გორული მწვანეს კუპაჟი, სოვინიონ ბლანი და საფერავი-მერლო, ძირითადი მოთხოვნა კი ჩინურ-გორულ მწვანეზე მოდის. ჯაბა აბაიშვილი გვიყვება, რომ უცხოური ჯიშებისგან ღვინის დაყენების მთავარი მოტივი მისი დიდი ინტერესი იყო: “ყველაზე მეტად მაინტერესებს უცხოური ჯიშების ქართულ ჯიშებთან კომბინაცია, რამდენად საინტერესო ღვინო შეიძლება მივიღო საბოლოო პროდუქტად ასეთ შემთხვევაში. ჩემი ღვინოებიც ამ ინტერესის შედეგია”.

გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა მარნებმა:

 1.⁠ ⁠აგიდელა

 2.⁠ ⁠ნაფერი

 3.⁠ ⁠ნანატრი

 4.⁠ ⁠ჭალელი

 5.⁠ ⁠შეთეს მარანი

 6.⁠ ⁠ზოდი

 7.⁠ ⁠ჯორჯინო

 8.⁠ ⁠ენოვანი

 9.⁠ ⁠ორკოლი

10.⁠ ⁠ხაშმი ჰილს

11.⁠ ⁠სოლომონე

12.⁠ ⁠ანტოს ღვინოები

13.⁠ ⁠ნიკიფორე

14.⁠ ⁠შათირიშვილის მეღვინეობა

15.⁠ ⁠Spring Fields

16.⁠ ⁠ამბაკო

17.⁠ ⁠ამბრა

18.⁠ ⁠დამილიე 

19.⁠ ⁠შეთეს მეღვინეობა

20.⁠ ⁠შატო ატენი

21.⁠ ⁠ატენის ტერასები

22.⁠ ⁠მოსავალი პირველი

23.⁠ ⁠ორილო

24.⁠ ⁠ჩალაბრიანი

25.⁠ ⁠გიორგი რევაზიშვილის მარანი

26. ნინო მერის მარანი

27. შაქრიანი ისთეითი

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული