Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წითელი ღვინის მოყვარულები მდიდრები და ბედნიერები არიან

მითხარი, როგორი ღვინო გიყვარს და გეტყვი, ვინ ხარ შენ – გაირკვა, რომ ეს მტკიცებულება სიმართლეს შეესაბამება (და ეს მხოლოდ ვარაუდი არ არის). ადამიანები, რომლებიც წითელ ღვინოს ანიჭებენ უპირატესობას, საქმეშიც წარმატებულნი არიან და პირადი ცხოვრებაც აწყობილი აქვთ, თეთრი ღვინის მოყვარულნი კი ძირითადად მარტოხელები და შინაყუდები არიან. ამ ყველაფრის დასადგენად, ღვინის კომპანია French Wines with Style-ის დაკვეთით, 2 ათასი სრულწლოვანი ბრიტანელი გამოჰკითხეს. კვლევისას გაითვალისწინეს სხვადასხვა ფაქტორი – გამოკითხულთა შემოსავალი, საქმიანობა, დამახასიათებელი თვისებები... საბოლოოდ კი დაადგინეს, რომ ადამიანის ხასიათსა და მის რჩეულ ღვინოს შორის მართლაც არსებობს კავშირი. წითელი ღვინის მოყვარულთა დიდი ნაწილი უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა და მათი წლიური შემოსავალი საშუალოდ 40-45 ათასი გირვანქა სტერლინგია; შედარებისთვის გეტყვით, რომ თეთრის ღვინის მოყვარულთა წლიური შემოსავალი 25-30 ათას გირვანქა სტერლინგს არ აღემატება და მათ მხოლოდ 43%-ს აქვს საუნივერსიტეტო განათლება მიღებული. თეთრი ღვინის მსმელებმა აღიარეს, რომ სამსახურეობრივ წინსვლას და კარიერას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. წითელი ღვინის მოტრფიალეებს მხოლოდ იმაში კი არ გაუმართლათ, რომ სხვაზე მეტი შემოსავალი აქვთ, მათ ბედნიერი ოჯახებიც შექმნეს - 86 პროცენტმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრებით მეტად კმაყოფილნი არიან. თეთრი ღვინის მოყვარულთა დიდი ნაწილი კი მარტოხელაა და მათი 85% საკუთარი ოჯახური მდგომარეობით კმაყოფილია. წითელი ღვინის დამფასებლები წელიწადში 3-ჯერ მაინც მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, თავიანთ ქვეყანაში კი 3-ჯერ და უფრო მეტჯერაც მოგზაურობენ. თეთრი ღვინის მოყვარულებს კი შინ ჯდომა უფრო ხიბლავთ და ბრიტანეთის საზღვრებს არ გაცდენიან. როდესაც გამოკითხულებს სთხოვეს, საკუთარი თავი დაეხასიათებინათ, შავი ღვინის მოყვარულებმა ასეთი სიტყვები შეარჩიეს: თავდაჯერებული, მშვიდი, ძლიერი და ჭკვიანი. თეთრი ღვინის მსმელები კი თავს პრაქტიკულ, მხიარულ, მორიდებულ, ჩუმ და ჩაკეტილ ადამიანებად მიიჩნევენ. ცალკე საკითხია ვარდისფერი ღვინის მოყვარულები – ისინი საკუთარ თავს ნათელ, გულთბილ და მომხიბლავ ადამიანებად აღიქვამენ. “ვარდისფერების” წლიური შემოსავალი 30 ათასი გირვანქა სტერლინგია, ისინი ბედნიერად ცხოვრობენ ოჯახთან ერთად და ბევრ ადამიანთან ურთიერთობენ სოციალურ ქსელებში: ასეთ ადამიანებს Facebook-ზე საშუალოდ 146 მეგობარი ჰყავთ და ვებგვერდზე კვირაში საშუალოდ 13-ჯერ შედიან. წითელი ღვინის დამფასებლები რეალურ ურთიერთობებს უფრო აფასებენ, ვიდრე ვირტუალურს, ამიტომ Facebook-საც კვირაში მხოლოდ 8-ჯერ სტუმრობენ. ახლა კი საინტერესოა, გავიგოთ, ვინ რამდენს სვამს თავის რჩეულ ღვინოს – “წითლები” სვამენ კვირაში ოთხ ბოკალს, “თეთრები” – სამს, ხოლო “ვარდისფერები” კვირაში ორ ბოკალ ღვინოს სჯერდებიან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.