Home
ქართული | English
ივნისი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შამპანური იაფად

ბრიტანული უნივერმაღების ქსელმა Woolworths დაიწყო ქვეყანაში ყველაზე იაფი შამპანურის გაყიდვა. შამპანურის ფასი სულ რაღაც 5 ფუნტია. სასმელი გამოდის მარკით Worthit. ეს ქსელის საკუთარი ბრენდია.

2008 წლისთვის ქსელი ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს.

ასორტიმენტში შევა ხიზილალის სასაჩუქრე კომპლექტები, საიუველირო ნაკეთობები ბრილიანტებით, პარფიუმერული პროდუქცია და ა შ. შამპანური ქსელის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ალკოჰოლური სასმელია. მისი საცალო ფასი ორჯერ დაბალია ამ კატეგორიის ორ ყველაზე იაფ პროდუქტთან შედარებით, რომლებიც წარმოდგენილია სუპერმარკეტებში Tesco და Asda.

ინგლისელი ჟურნალისტი კამერონ ფილდენი აღნიშნავს, რომ შამპანურის ხარისხი ცუდი არ არის, მაგრამ შეფუთვა კი საშინელი აქვს.

Woolworths-ის ინიციატივამ ბრიტანულ და საერთაშორისო ღვინის მოყვარულთა წრეებში აღშფოთება გამოიწვია. მართალია ამ ქსელს არ აქვს სერიოზული წონა ღვინის ბაზარზე, მაგრამ მისი სტრატეგია ნეგატიურად აისახება ზოგადად შამპანურის იმიჯზე. ეს სასმელი ხომ დღესასწაულის და ფუფუნების სიმბოლოდ მოიაზრება. © „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული