Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის სათავეებთან

31 იანვარს საფრანგეთის ტელეარხ France 3-ზე ფრანგი დოკუმენტალისტის, ფილიპ განიეს (Philippe Gasner) ფილმის - „ღვინის სათავეებთან“  ტელე-პრემიერა შედგა. 52-წუთიანი ფილმი აღწერს ლუარელი მეღვინეების მოგზაურობას საქართველოში - როგორც ქვეყანაში, რომლის მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიცია ათასწლეულებს ითვლის. 

ფილიპ განიე დოკუმენტალისტიკის გარდა, თავადაც მეღვინეობის ოჯახური ტრადიციების დამცველია. ის ლუარის რეგიონში, ქალაქ სომიურში აწარმოებს ნატურალურ ღვინოს და ორგანული მეღვინეობის აქტიური მხარდამჭერია. რამდენიმე დღის წინ მან მშობლიურ ქალაქში La Dive Bouteille-ს ღვინის გამოფენაზე ფილმი მსოფლიოს მეღვინეთა საკმაოდ ფართო საზოგადოებას წარუდგინა. 

ფილმში მონაწილეობენ ფრანგი მეღვინეები, რომლებიც ეძიებენ ღვინის ისტორიულ პირველსაწყისებს, უღრმავდებიან ქართული ღვინის წარსულს და საუბრობენ მის სამომავლო გამოწვევებზეც. ფილმის გმირები  ქართველი ნატურალისტი მეღვინეები - რამაზ ნიკოლაძე, იაგო ბიტარიშვილი, ჯონ ვურდემანი, არჩილ ნაცვლიშვილი, ამერიკელი ღვინის მწერალი - ელის ფეირინგი, რომელმაც ფილმის რეჟისორს 2011 წელს პირველად გააცნო ქართული ღვინო. მოქმედება საქართველოში ვითარდება, მარნებსა და ვენახებში, სადაც მაყურებელი ეცნობა აქაურ მცირე საწარმოებს, ქვევრს, მარანს, ქართულ პოლიფონიურ სიმღერასა და სუფრის ტრადიციას. 

გასაკვირი არ არის, რომ ფილმში დიდი ყურადღება ეთმობა ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ტექნოლოგიას. განიეს თქმით,  მისი მიზანი იყო ღვინის ტექნოლოგიური განვითარების, როგორც პიროვნების, ინდივიდის ისტორიის, მისი თავგადასავალის აღწერა - თუ რა გზას გადის იგი  ვენახიდან - ჭიქაში ჩამოსხმამდე. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო



4.10 -4.15 მთლად კარგად არ ახასიათებს ჩვენს ქეიფს:)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.