Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტიმ ატკინი: ღვინო - ქართველების დნმ

ღვინო ქართველების დნმ-ია, წერს ღვინის მაგისტრი, ტიტოლოვანი ჟურნალისტი და ბრიტანეთის ღვინის ექსპერტთა სამეულის ერთ-ერთი ფიგურა, ტიმ ატკინი Harpers-ისთვის. 

2015 წელს ატკინი საქართველოს WinExpo Georgia-ს ფარგლებში ეწვია, სადაც გამოფენის ფარგლებში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმდჯომარეობდა. გამოფენის დასკვნით ღონისძიებაზე, ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში, ტიმ ატკინმა აღნიშნა, რომ კონკურსის ფარგლებში მას ქართული ღვინის საკმაოდ მრავალფეროვანი სპექტრის გაცნობის საშუალება ჰქონდა. დღეს ტიმ ატკინი აღნიშნულ გამოცდილებას აფასებს სტატიაში „საქართველოს ხარისხი და მრავალფეროვნება“.

ატკინი Harpers-ის მკითხველებს მოუთხრობს ქართული ღვინის ანტიკური და საბჭოთა გამოცდილებების შესახებ. ის ვაზის ადგილობრივი ჯიშების ნაირსახეობებსაც შეეხება. მათგან განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, თეთრი ჯიშებიდან - ჩინურს, მწვანეს, ქისსა და ხიხვს, წითლებიდან - თავკვერს, შავკაპიტოს, ალექსანდროულს, მუჯურეთულს, ჯანსა და, რა თქმა უნდა, საფერავს. მისი შეფასებით, აღნიშნული ჯიშებისგან ქართველები უნიკალური, განსხვავებული არომატების ღვინოებს აწარმოებენ. 

ატკინი საკმაოდ ბევრს წერს ქვევრის ტექნოლოგიისა და ქვევრის ღვინის მარკეტინგული პოტენციალის შესახებ. ამასთან დაკავშირებით ის იმოწმებს ქართველი ენოლოგის, ქვევრის გამოცდილი ექსპერტის გიორგი დაქიშვილის მოსაზრებას, რომ ქვევრის ღვინის ხარისხში ერთ-ერთი მთავარი როლი ჭურჭლის ჰიგიენას ეკისრება. ატკინის აზრით, გარდა ამისა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყურძნის მაღალ ხარისხს. 

ჟურნალისტი ქართული ქვევრის ღვინოების საკუთარი ფავორიტი ბრენდების ჩამონათვალსაც გვთავაზობს - ლაგვინარი, შალაურის მარანი, თელედა, მანაველი, ხოხბის ცრემლები, შუხმან ვაინს ჯორჯია, ქართული ვაზი, მეღვინეობა ხარება და ბესინი. ეს, ძირითადად, ის კომპანიებია, რომელთა ღვინოები ექსპერტმა, მათ შორის, WinExpo Georgia-ს კონკურსის ფარგლებში დააგემოვნა. 

ტიმ ატკინი, ასევე, შეეხება საქართველოს ჩართულობას მსოფლიოს ნატურალისტურ მოძრაობაში. მისი თქმით, ამ კატეგორიის ღვინო საქართველოში გაცილებით მცირე რაოდენობით იწარმოება და განსაზღვრული, ვიწრო სეგმენტისთვის არის გათვლილი. 

გახდება თუ არა ქვევრის ღვინო მოთხოვნადი საქართველოს ფარგლებს გარეთ?

ატკინი ამ კითხვაზე დადებითად პასუხობს და ასახელებს სამ ძირითად მიზეზს, რის გამოც მიიჩნევს, რომ ეს მოლოდინები სავსებით რეალურია: მისი აზრით, ქვევრის ღვინის ფასი მისი ხარისხის შესაბამისია, ამ ტექნოლოგიით დაყენებულ ღვინოებს აქვს უნიკალური არომატი და გემო და, პროდუქტი გაიგივებულია რვაათასწლოვან ტრადიციასთან, რაც მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

ტიმ ატკინი და გიორგი დაქიშვილი, ღვინის მე-7 საერთაშორისო კონკურსის დეგუსტაციაზე



Thank you a bunch for sharing this with all people you really know what you're speaking approximately! Bookmarked. Please additionally seek advice from my web site =). We can have a hyperlink alternate contract among us https://www.akonter.com/bookmark/-%D8%B4%D8%B1%D9%83%D8%A9-%D8%B3%D9%8A%...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.