Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის კლუბის სკოლა – 2017 – ტრენინგების წელი

ღვინის კლუბის სკოლა აგრძელებს სრულფასოვან ტრენინგებს მევენახეობა–მეღვინეობის სხვადასხვა თემის (მოდულის) მიხედვით. თითოეული მოდული შემუშავებულია ღვინის კლუბის სპეციალისტების მიერ და გულისხმობს კონკრეტულ თემაზე რამდენიმედღიანი ტრენინგების ჩატარებას. ტრენინგებს ჩაატარებენ WSET–ის (Wine & Spirit Education Trust) საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ღვინის პროფესიონალები, ასევე გამოცდილი ენოლოგები, სომელიეები და მევენახეები.

სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგის ბოლოს წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

ამ ეტაპზე გთავაზობთ შემდეგ მოდულებს:

ბიო (ორგანული) მევენახეობა – იაგო ბიტარიშვილი 

ბიო (ორგანული) მეღვინეობა – გიორგი ბარისაშვილი 

ღვინის ზადები და დაავადებები – დავით ჩიჩუა 

როგორ დავაგემოვნოთ ღვინო – მალხაზ ხარბედია

ღვინისა და კერძის შეხამება – მაგდა სურგულაძე

ღვინით მომსახურების ძირითადი წესებიალექს ბადუაშვილი 

ღვინის მარკეტინგი – ნუკრი ქურდაძე

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



მოგესალმებით, მადლობა საინტერესო ინიციატივისთვის ტრნინგებთან დაკავშირებით, 2 წლის წინ გავიარე ტრენინგი "ღვინით მომსახურების ძირითადი წესები" – ალექს ბადუაშვილი (მაშინ უფასო იყო):) ამჟამად დაინტერესებული ვარ 2 მოდულის გავლით, თუ არის ცნობილი ტრენინგის დეტალები და საფასური? 1. ღვინის მარკეტინგი – ნუკრი ქურდაძე 2. ღვინისა და კერძის შეხამება – მაგდა სურგულაძე პატივისცემით


დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. 1. ღვინის მარკეტინგი – ნუკრი ქურდაძე - 70 ლარი 2. ღვინისა და კერძის შეხამება – მაგდა სურგულაძე – 90 ლარი თარიღები მარტში დაზუსტდება.


დიდი მადლობა საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის! მაინტერესებს როგორ დავრეგისტრირდე ტრეინინგზე და მოდულების ფასები (ბიო (ორგანული) მევენახეობა – იაგო ბიტარიშვილი, ბიო (ორგანული) მეღვინეობა – გიორგი ბარისაშვილი, როგორ დავაგემოვნოთ ღვინო – მალხაზ ხარბედია, ღვინის ზადები და დაავადებები – დავით ჩიჩუა, ღვინით მომსახურების ძირითადი წესები – ალექს ბადუაშვილი) პატივისცემით, დათო


იაგო ბიტარიშვილის ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. აქ: https://www.facebook.com/events/1924734847761663/. ან: რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88. ტრენინგის ღირებულება: ერთ მსმენელზე შეადგენს 70 ლარს. ჯგუფის დაკომპლექტების ბოლო ვადაა 24 თებერვალი. გიორგი ბარისაშვილის ტრენინგი გაიმართება 8–9 მარტს. რეგისტრაცია დაიწყება 20 თებერვლიდან. დანარჩენი ტრენინგების თარირები და რეგისტრაციის ვადები გამოქვეყნდება მოგვიანებით.


გამარჯობა, მაინტერესებს, თუ აპირებთ ტრენინგების გაგრძელებას 2018 წლიდან? მადლობა წინასწარ


დიახ, ჩატარდება. მეორე წლის პირველი ტრენინგი, ბიო–მევენახეობა გუშინ და გუშინწინ ჩატარდა, მომდევნო ტრენინგი 16–17 დეკემბერს ჩატარდება: https://www.facebook.com/events/2414277305463522/ 



მოგესალმებით როგორ გავწევრიანდე ღვინის კლუბში,მაქვს 85 მეასედი ვენახი რომელსაც კონტაკტურით ვწამლი და ვაყენებ ღვინოს მესაჭიროება თქვენი კონსულტაცია


http://my.wineclub.ge/

აქ შეგიძლიათ გაწევრიანდეთ.



მინდა გაწევრიანება თქვენს კლუბში

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული