Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქონლის ხორცი კომშით

საჭირო მასალა: 1 კგ. საქონლის რბილი ხორცი, 50 გ კარაქი, 4 ცალი საშუალო ზომის კომში, 2 თავი ხახვი, 2-3 კბილი ნიორი, 2 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო, 1-2 ს.კ. თაფლი (კომშის სიმჟავეზეა დამოკიდებული), მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ხორცი დავჭრათ 2X2 სმ ზომის ნაჭრებად. კომშს ამოვაცალოთ გული და საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა. 25 გ კარაქში შევწვათ ხორცი, დავუმატოთ ხახვი, ნიორი და როდესაც ხახვი გამჭვირვალე გახდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. დანარჩენ კარაქში შევწვათ კომში, მოვათავსოთ ხორცთან ერთად და კიდევ 5 წუთი ვშუშოთ. ტაფაზე, რომელშიც კომშს ვშუშავდით, დავასხათ ღვინო და თაფლი, დავუმატოთ მარილი და პილპილი. გავაცხელოთ ნარევი, სანამ თაფლი არ გაიხსნება და დავასხათ მოშუშულ ინგრედიენტებს. ყველაფერი მოვათავსოთ ქოთანში, დავახუროთ სახურავი და ერთი საათით შევდგათ 160-170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული