Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართება

დიდ ბრიტანეთში, დარგტინგტონში, ოქტომბერში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართება. სტუმრები, როგორც ვკითხულობთ, ქართული მრავალფეროვანი ღვინის დაჭაშნიკებასთან ერთად ქართული სამზარეულოს დაგემოვნებას და ფოლკლორული მუსიკის მოსმენასაც შეძლებენ. 

Dartington Trust გვატყობინებს, რომ სტუმრებს დაურიგებენ ბუკლეტებს, სადაც ღვინის მწარმოებლებისა და კონკრეტული ღვინოების შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან. 

ღონისძიება გაიხსნება 13 ოქტომბერს, პარასკევს. სტუმრებს ღვინით, ქართული სიმღერით, გემრიელი ვახშმითა და ქართული სადღეგრძელოებით, სუფრით, დახვდებიან. სუფრაზე ლონდონში წამყვანი ქართული რესტორნის “ქართულის” კერძები იქნება: “ქართული სუფრა დაუვიწყარი გამოცდილება არა მხოლოდ უგემრიელესი კერძების გამოა, არამედ იმის გამოც, რომ საერთო სიხარულს ქმნის ყველა ადამიანის გარშემო.” - წერენ ორგანიზატორები dartington.org-ზე. 

შაბათს კი, 14 ოქტომბერს იქნება ქართული ღვინის მასტერკლასი სარა ებოტთან და ჯასტინ ჰოვარდ სნეიდთან ერთად, გაიხსნება ქართული ღვინის ფესტივალი, რომელსაც ღვინის ვაჭრები უმასპინძლებენ. იქნება ქართული სიმღერისა და ცეკვის მასტერკლასებიც. 15 ოქტომბერს ფესტივალთან ერთად სარა ებოტი და ჰოვარდ სნეიდი ისევ ქართული ღვინის მასტერკლასებს ჩაატარებენ. თითოეულ მასტერკლასზე 8 ღვინო იქნება წარმოდგენილი, რომლის ზუსტ ჩამონათვალსაც ორიოდე კვირაში გავიგებთ. დეგუსტაციებზე შაბათ საღამოს სტუმრებს ტკბილ ჩურჩხელასა და ქართული პურის სხვადასხვა სახეობასაც გაასინჯებენ.  

ბრიტანეთში ქართული ღვინის ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა: “ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ყველასთვის, ვისაც ქართული ღვინო აინტერესებს. აქ სპეციალისტებსა და ჩემპიონ ღვინის მწარმოებლებს შეხვდებით. არომატული ქისი, ქვევრში დავარგებული სხეულიანი ქარვისფერი ღვინოები, აღმოსვლეთის კალთებიდან მდიდრული საფერავი, ხოლო დასავლეთიდან კი ხავერდოვანი ოჯალეში ნამდვილად წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს სტუმრებზე.” - ვკითხულობთ სტატიაში. 

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული ქვევრის ქარვისფერი ღვინოებიც, რომლებიც ძალიან უცხო და პოპულარულია ღვინის მოყვარულთათვის. როგორც ბრიტანული ღვინის მაღაზიის, 80-20shops-ის დამფუძნებელი გვესაუბრა, ქვევრის ღვინის გაყიდვებმა ძალზე იმატა ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე: “ქარვისფერი ღვინო ახალი ტენდენციაა, ჩვენს მაღაზიაში ხშირად გვსტუმრობენ ძირითადად ახალგაზრდა ღვინის მოყვარულები, რომლებიც კონკრეტულად ქვევრის ღვინოს ეძებენ”.   

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში გასულ წელს სულ 483 455,07 ლიტრი ღვინო გაიგზავნა, რაც 2021 წელთან შედარებით 16%-იანი კლებაა. 2023 წელს კი 1 იანვრიდან 2 აპრილამდე დიდი ბრიტანეთის მიმართულებით ღვინის ექსპორტმა 83 345 ლიტრი შეადგინა მაშინ, როდესაც ეს რიცხვი გასულ წელს 183 841 იყო. ინფორმაციას ფესტივალის შესახებ Dartington Trust-ზე გაეცნობით. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.