Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სარა ებოტის შეხვედრა ქართველ მეღვინეებთან

ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) ქართული ღვინის კომპანიებისა და მცირე მარნების წარმომადგენლებს ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში შეხვდა და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით კონსულტაციები გაუწია.

შეხვედრაზე სარა ებოტმა დიდ ბრიტანეთში ღვინის საფასო პოლიტიკაზე, გაყიდვების ახალ სტრატეგიასა და მარკეტინგთან დაკავშირებული საკითხებზე ისაუბრა. მან ქართველ მეღვინეებს 2018 წელს ინგლისის ბაზარზე დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და მათი მოსაზრებებიც მოისმინა.

სარა ებოტმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთში ქართულ ღვინოზე ინტერესი სულ უფრო იზრდება,  მიმდინარე წელს იქ ქართული ღვინის ტრეინინგ-პროგრამები ჩატარდება, სადაც ღვინით მოვაჭრეები ქართული ღვინის  მრავალფეროვნებასა და ხასიათს გაეცნობიან.

„ქართული ღვინო ბრიტანეთისთვის ძალიან ახალია, თუმცა ჩვენ მზარდ ინტერესს ვხედავთ მეღვინეების მხრიდან. დღეს შეხვედრა გვქონდა ქართული ღვინის მწარმოებლებთან, მათ გავაცანით გასული წლის შედეგები, რომელიც საკმაოდ კარგი იყო. მოკლედ მიმოვიხილეთ 2018 წლის სტრატეგია და საქმიანობის გეგმა.

2017 წელს ჩვენ ნაყოფიერად ვიმუშავეთ ქართული ღვინის იმპორტიორებთან - ღვინის მრავალფეროვანი ჩამონათვალის გაფართოებაში დავეხმარეთ, დამატებითი ინფორმაცია მივაწოდეთ, საფერავის, ქართული თეთრი ღვინის და უნიკალური ქვევრის ღვინის  მასტერკლასები და დეგუსტაციები ჩავატარეთ. და ძალიან კარგი შედეგები მივიღეთ. 2018 წელს ამ შედეგებზე დაყრდნობით ბაზრის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტ მუშაობას ვგეგმავთ, ვაპირებთ გავაგრძელოთ ქართული ღვინის იმპორტიორების მხარდაჭერა“ - აღნიშნა სარა ებოტმა.

ვიზიტის ფარგლებში სარა ებოტი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, გიორგი სამანიშვილს შეხვდა.

„ბრიტანეთის ბაზარი უმნიშვნელოვანესია და ქართულ ღვინოს ამ ბაზარზე დამკვიდრების  პოტენციალი აქვს. სარა ებოტი მსოფლიოში ცნობილი ღვინის მაგისტრია, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს პარტნიორი და წარმომადგენელია ბრიტანეთის ბაზრზე. დიდ ბრიტანეთში წელსაც აქტიურად ვიმუშავებთ, გაიმართება მნიშვნელოვანი დეგუსტაციები, რომელსაც პოტენციური იმპორტიორები დაესწრებიან, ჩატარდება მასტერ-კლასები და სემინარები ქართული ღვინის შესახებ“ - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო სარა ებოტის მარკეტინგულ კომპანიასთან ,,სვირლ ვაინ გრუფ“ („Swirl Wine Group“) 2017 წლიდან თანამშრომლობს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული