საჭირო მასალა:1 ცალი კურდღელი, 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 1 ძირი ნიახური, 3 კბილი ნიორი, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 2 ტოტი როზმარინი და კვლიავი, 250 მლ. თეთრი მშრალი ღვინო, 3 ს.კ. კარაქი, 1 ს.კ. პომიდვრის პასტა, 2 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი, 2 ჭიქა ქათმის ბულიონი, 0,5 ჭიქა ფქვილი, 1 ცალი ლიმონი, 1 ჩ.კ. როზმარინი, 2-3 ს.კ. ზეთისხილი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადება: ხახვი, სტაფილო, ნიორი და ნიახური დავჭრათ და ავურიოთ ერთმანეთში, დავუმატოთ სანელებლები და ღვინო. ბოსტნეული 1 საათით დავდგათ გრილად. კურდღელი დავჭრათ. გადავწუროთ ბოსტნეული და წვენი მოვასხათ კურდღლის ხორცს, დავაყოვნოთ კიდევ 1 საათით. კურდღლის ხორცის ნაჭრები ამოვიღოთ მარინადიდან, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, ფქვილი და შევბრაწოთ კარაქში. ამავე ტაფაში მოვშუშოთ ბოსტნეული, დავაყაროთ 1 ჩ.კ. ფქვილი და კიდევ 5 წუთი ვშუშოთ, დაამატოთ ძმარში არეული 1 ჩ.კ. როზმარინი და ხორცზე დასხმული მარინადი. ნახევრამდე რომ აორთქლდება, დავასხათ ბულიონი და შიგ მოვათავსოთ ხორცის ნაჭრები. ხორცი ვშუშოთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, მივირთვათ ლიმონთან და ზეთისხილთან ერთად.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი