Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცქრიალა ღვინის კატეგორიები

ბევრი ღვინის რეგიონი ან მწარმოებელი ქვეყანა, როგორც წესი, სხვადასხვა სტილისა და კატეგორიის ღვინოს აწარმოებს. ცქრიალა ღვინოც მათ შორისაა, თუ ესპანეთი Cava-თია ცნობილი, იტალიაში Prosecco-სა და Spumante-ს აწარმოებენ, გერმანიაში Sekt-ს, საფრანგეთში კი შამპანურს. შამპანური ფრანგული, ტრადიციული შამპანური მეთოდით (méthode champenoise) უნდა იყოს დაყენებული, მის დასაწურად კი, თუ გვინდა ღვნოს შამპანური ვუწოდოთ, მხოლოდ კონკრეტული ჯიშები უნდა გამოვიყენოთ. ეს მეთოდი გულისხმობს საბაზისოდ cuvée-ს შექმნას, შემდეგ საფუარისა და შაქრის დამატებას, მეორადი დუღილის ბოთლშივე გავლას. ბოთლის დაძველების შემდეგ ნარჩენი საფუარი, რასაც lees-ს უწოდებენ უნდა მოშორდეს, შემდეგ კი შაქარი დაემატოს. ბევრი მაღალი ხარისხის ცქრიალა ღვინო იწურება იმავე მეთოდით, თუმცა თუ შამპანის ფარგლებს გასცდა, მაშინ ამ მეთოდს méthode traditionelle-ს ეძახიან. შამპანურის საწარმოებლად იყენებენ ძირითადად პინო ნუარს, შარდონეს, პინო ბლანსა და პინო გრის, თუმცა ასევე Petite Meslier-იც გამოიყენება და Petite Arbanne-ც, ასევე Pinot Meunier.

Prosseco იტალიური ცქრიალა ღვინოა, უმეტესობა ვენეტოს რეგიონში იწარმოება. 2006 წლიდან ვენეტოს რეგიონს წარმოშობის კონტროლირებადი აღნიშვნა აქვს Prosecco DOC -  Denominazione di Origine Controllata. პროსეკოს დასაყენებლად შარმას (Charmat) მეთოდს, მეორენაირად Metodo Italiano-ს იყენებენ. ამ პროცესს ხშირად tank method-საც უწოდებენ. ეს შამპანური მეთოდის მსგავსია, რადგან მწარმოებლები “საბაზისო ღვინოს” ქმნიან, რომელსაც შაქარსა და საფუარს უმატებენ, თუმცა პროსეკო მეორად დუღილს ავზში განიცდის და არა ბოთლში, რაც პროცესს ამარტივებს და უფრო ნაკლებად შრომატევადს ხდის. მას შემდეგ, რაც ღვინო გაცივდება, გაიწმინდება და შაქარი დაემატება, ბოთლებში უნდა ჩამოისხოს. წარმოების განსხვავებების გამო პროსეკო იდეალურია მაშინ, როცა “ახალგაზრდაა”. როგორც წესი, Prosecco უფრო მსუბუქი და “ხრაშუნაა”, ვიდრე შამპანური. მასში აღმოაჩენთ ტროპიკული ხილისა და კრემის არომატებს, მის დასაყენებლად იყენებენ გლერას ვაზის ჯიშს.

გერმანული Sekt-იც პროსეკოს მსგავსად შარმას მეთოდით იწურება. საუკეთესო Sekt, რომელიც სრულად რისლინგითაა დამზადებული, არის ძალიან სასიამოვნო დასალევი, ახასიათებს ზომიერად ტკბილი არომატები. 

Cava ესპანეთში, პენედესში იწარმოება. თუ შამპანური ნატიფი და მსუბუქია, კავას უფრო ძლიერი ხასიათი აქვს. არის კომპექსური და საკმაოდ მდიდარი არომატულად, თუმცა ელეგანტურობისა და  ინტენსიურობის თვალსაზრისით არც თუ ისე დაბალანსებულია.

პეტნატი ისეთი ტიპის ცქრიალა ღვინოა, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდისა და კატეგორიისგან განსხვავდება. ამ შემთხვევაში ღვინო პირველად ფერმენტაციას ბოთლში ასრულებს. ის, რის გამოც განსაკუთრებულია არის მისი აბსოლუტურად ნატურალური ხასიათი. მის შესახებ უფრო დეტალურად ჩვენს სექტემბრის სტატიაში წაიკითხავთ, ხვალ კი, შაბათს, მთაწმინდაზე სხვადა ჯიშისა და არომატების პეტნატის დაჭაშნიკებას შეძლებთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.