Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ავსტრალიის საუკეთესო ღვინოები და რეგიონები

ავსტრალიას, რომელსაც საკმაოდ ძლიერ სასმლის კულტურა აქვს, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს საუკეთესო ღვინის რეგიოებსაც კი. ამ წლის დასაწყისში სიდნეის ღვინის გამოფენაზე 350 მეღვინეობის 2200-ზე მეტი ღვინო გასინჯეს და საუკეთესოდ დასავლეთ ავსტრალიის რეგიონები მიიჩნიეს. სხვა გამარჯვებულებს შორის იყო პინო ნუარი ვიქტორიიდან, რომელიც საუკეთესო წითელ ღვინოდ აღიარეს და ასევე Tasmanian Grand Vintage საუკეთესო ცქრიალად. 

ყველაზე ცნობილი ღვინის რეგიონი სამხრეთ ავსტრალიაა, სადაც ავსტრალიური ღვინის წარმოების  ნახევარზე მეტი მოჰყავთ. ეს რეგიონი კიდე რამდენიმე სუბ. რეგიონად იყოფა, რომლებსაც სხვადასხვა კლიმატი და ნიადაგი აქვთ. მათგან ყველაზე ცნობილია Barossa Valley. აქ სხვადასხვა ტიპის ნიადაგია, შეხვდებით თიხიან თიხნარსაც და ქვიშასაც. რეგიონი ხასიათდება ხანგრძლივი მზის საათებითა და დაბალი ტენიანობით - იდეალურია სხეულიანი წითელი და თეთრი ღვინოებისთვის. 

ვიქტორია სამხრეთ-აღმოსაეთ ავსტრალიაში მდებარეობს და ღვინის მწარმოებელი მესამე ყველაზე დიდი რეგიონოა. რეგიონის ჩრდილოეთი და დასავლეთი თბილი კლიმატითა და ხანგრძლივი, მშრალი, ძირითადად უნალექო შემოდგომით სარგებლობს, რომელიც იდეალურია ტკბილი ღვინის წარმოებისთვის. მაგალითად, რუტერგლენის ტერიტორია თავისი შემაგრებული ღვინოებითაა ცნობილი. რეგიონი ცნობილია დახვეწილი და კომპლექსური Sauvignon Blanc-ით, ვიონიერითა და პინო ბლანით. ვიქტორიაში ყველაზე პოპულარული თეთრი ღვინოებია. აქ ხშირად აწარმოებენ შემაგრებულ ღვინოებსა და ტანიან, მუხაში დავარგებულ კაბერნე სოვინიონს, შირაზსა და სანჯიოვეზე-ს.

ახალი სამხრეთ უელსი ავსტრალიაში ღვინის მეორე ყველაზე დიდი მწარმოებელი რეგიონია, რომელიც ცნობილია მრავალფეროვანი სტილითა და ღვინოებით. თეთრი ღვინო : ძირითადად აწარმოებენ მშრალ და ტკბილ სემილონს, შარდონეს და მსუბუქი სხეულის სოვინიონ ბლანსა და რისლინგს. წითელი ღვინის შემთხვევაში კი: პოპულარულია ახალი პინო ნუარი, საშუალოდ ტანინიანი და სხეულიანი კაბერნე სოვინიონი და მუხაში დავარგებული შირაზი.

შემდეგია დასავლეთ ავსტრალია, სადაც ქვეყნის ღვინის მხოლოდ 5% იწარმოება, თუმცა მისი ეტიკეტები საუკეთესო ავსტრალიურ ღვინოებს შორისაა, როგორც უკვე ვახსენეთ. რეგიონს საკმაოდ მდიდარი მემკვიდრეობა აქვს, რომელიც 1840-იანი წლებით თარიღდება. ტერიტორიის წამყვანი ქვერეგიონია მდინარე მარგარეტის განაპირა ტერიტორია, გედების ველი და Great Southern. დასავლეთ ავსტრალიოს ღვინის რეგიონებში თბილი, მშრალი ზაფხული და გრილი, ნოტიო ზამთარია. ნიადაგის ტიპები განსხვავდება, მაგალითად, სანაპიროსთან ახლოს უფრო ქვიშიანი, მოშორებით კი მინერალებით სავსე ნიადაგია. დასავლეთ ავსტრალიის ღვინოები ბორდოს სტილის კლასიკური ღვინოების მსგავსია. დაბალანსებული და უფრო ელეგანტურია აღმოსავლეთ რეგიონის ღვინოებთან შედარებით. დასავლეთ ავსტრალიის “ნიშური” ღვინო Sauvignon Blanc და Semillon ნაზავია. 

ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ასევე გამაგრილებელი, არომატული შარდონე და რისლინგი. კაბერნე სოვინიონი და მისი კუპაჟები რეგიონში დომინირებს. სხვა ცნობილი წითელი ღვინოებია მერლო, შირაზი და პინო ნუარი. ტასმანიის შესახებ ინფორმაციას კი ჩვენს საიტზე წაიკითხავთ, ავსტრალიის სხვა რეგიონებს უფრო ფართოდ vinovest-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.