23–24 დეკემბერს, „საქართველოს ღვინის კლუბი“ და „ვერის ბაზარი“ (ღვინის ქარხანა #1) გიწვევთ ახალ დღესასწაულზე, „ღვინის საახალწლო ბაზრობაზე“. ბაზრობაზე საქართველოს ყველა წამყვანი კომპანია და მცირე მარანი იქნება წარმოდგენილი, რომლებიც თავიანთ საუკეთესო ღვინოებს შემოგთავაზებენ საახალწლო და საშობაო სუფრისთვის. ცქრიალა ღვინოები, თეთრი მშრალი, ქარვისფერი ქვევრის ღვინოები, წითელი მშრალი, ქვევრის, ნახევრადტკბილი და ტკბილი, ასევე შემაგრებული ღვინოები, მაგარი სასმელი. ეს ყველაფერი ერთ ადგილას შეგიძლიათ მოიძიოთ, აარჩიოთ, შეიძინოთ.
"ღვინის საახალწლო ბაზრობა" ორი დღის მანძილზე, დილის 10:00–დან საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება. ბაზრობა" ღვინის #1 ქარხნის ორ სართულზე, ძველ სარდაფებში გაიმართება (შესასვლელები: პეტრიაშვილის ქუჩის და მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან).
"ღვინის საახალწლო ბაზრობაში" მონაწილე ღვინის კომპანიების რეგისტრაცია გრძელდება 15 დეკემბრამდე. ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ღვინის კლუბს: ელფოსტა: info@wineclub.ge, ტელ.: 577 413010.
შეავსეთ საახალწლო და საშობაო მარაგები!
გაერთეთ!
შეიქმენით სადღესასწაულო განწყობა!
© საქართველოს ღვინის კლუბი
თქვენი კომენტარი