გამოქვეყნებულია: 10 ივნისი, 2014 - 01:03
შვეიცარიაში მეღვინეობის მხარდასაჭერად და დარგის გასავითარებლად 2015 წლის მარტში შვეიცარიული ღვინოების ობსერვატორია შეიქმნება. ეს პროექტი ქვეყნის ღვინის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, მისი წყალობით შვიცარიის მეღვინეობა როგორც ნაციონალური, ისე რეგიონალური მასშტაბით განვითარდება. გარდა ამისა, მეღვინეები პროდუქციის წარმოებისას მომხმარებელთა მოთხოვნასა და გემოვნებას გაითვალისწინებენ. წელიწადში სამჯერ გამოიცემა ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება მონაცემები გაყიდვების მოცულობისა და საშუალო ფასის შესახებ. ეს გამოცემები, პირველ რიგში, მეღვინეებს დაურიგდებათ, რაც მათ წარმოების კორექციაში დაეხმარება.
© ღვინის კლუბი /Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი